რეტროპანკი/RetroPunk #2

ვაგრძელებთ ჩვენს რეტრო–ესთეტიკურ რუბრიკას, თუ წინა პოსტი არ გაქვთ წაკითხული, გირჩევთ რომ მაქედან დაიწყოთ.

DreamWeb/სიზმრის ქსელი

hqdefault1

ეს საკმაოდ ბნელი თამაშია, შენ თამაშობ “Ryan”–ს, ყოფილი ბარმენი რომელსაც მოლანდებები სჭირს, მას ელანდება რაღაც მისტიური ადგილი სახელად “სიზმრის ქსელი” სადაც ბერები ცხოვრობენ, ამ ბერებმა ჩვენს გმირს დაავალეს შვიდი კაცის მოკვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიოს განადგურება დაემუქრება.

dreamweb-4

თამაში სავსეა ძალადობითა და სექსით, Ryan–ი ხშირად ეკითხება საკუთარ თავს, არის თუარა ეს სწორი? ჭკუიდან ხომ არ შევიშალე?..  შენ გწამს რომ სამყაროს გადარჩენას ცდილობ და ამისათვის სასტიკ მკვლელობებს ჩადიხარ.

dreamweb-6

თამაში 2 პლატფორმაზე გამოვიდა, Amiga-სა და DOS–ზე, ერთადერთი განსხვავება არის Soundtrack–ებში. DOS–ვერსია უფრო მდიდარია და რაღაც აუდიო დიალოგიც გააჩნია, თამაში აიკრძალა ავსტრალიაში.

თამაში მხოლოდ 6MB–ია ზომით.


Oni/ონი

151117-oni_usa-11

“ონი” იყო შექმნილი კომპანია “Bungie”–ს მიერ 2001 წელს, სხვათაშორის ეს ის კომპანიაა რომელმაც Halo–ს და Destiny–ის ტრილოგიები შექმნა. თამაში “მოჩვენება ჯავშანში”ს მიერ იყო ინსპირირებული…

მოქმედება 2032 წელს ხდება, დედამიწის უდიდესი ნაწილი დაბინძურებულია და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მოსაგვარებლად ქვეყნები ერთიან ტოტალიტარულ სახელმწიფოდ გაერთიანდნენ და პოლიციასა და ტექნოლოგიებს იყენებენ ოპოზიციის ჩასახშობათ. შენ თამაშობ “კანოკოს” რომელიც ანტი–კრიმინალურ დაჯგუფებაში მუშაობს მაგრამ თამაშის შემდგომ შენ კომპანიას და თვით მთავრობას აუჯანყდები რომ შენი წარსულის მოგონებები დაიბრუნო.

თამაში გამოვიდა PC–ზე, ხოლო Playstation 2–ის პორტი Rockstar–მა შექმნა. თამაშის გაგრძელება იგეგმებოდა, სახელად: Oni 2: Death & Taxes მაგრამ უცნობი მიზეზების გამო შეჩერდა.


LSD:Dream Emulator/ელესდი: სიზმრის ემულატორი

img60740007

არ შემეძლო ამაზე არ დამეწერა, ერთერთ ყველაზე უცნაურ PsOne თამაშზე. თვითონ თამაშის სახელიც უცნობია, LSD ყველას თავიდან ჰგონია რომ ეს ნარკოტიკებთანაა დაკავშირებული, ისიც რომ გავითვალისწინოთ რომ თამაშიც ფსიქედელურია, მაგრამ სხვადასხვა წყაროებში სხვადასხვა ნაირად წერია. ოფიციალურ საიტზე ეწერა “”Link Speed Dream””, სიზმრის ჟურნალში Lovely Sweet Dream”, SoundTrack–ის დისკზე “Lucy in the Sky with Dynamites” და ა.შ.

თამაში დაფუძნებულია “სიზმრის ჟურნალზე”. იაპონელი ხელოვანი “ჰიროკო ნიშიკავა” 10 წლის განმავლობაში წერდა თავის “სიზრმის დღიურს” შემდგომ “ოსამუ სატომ” აიღო ეს დღიური და მის მიხედვით შექმნა ეს თამაში. თვით თამასში შენ სიზმრებში მოგზაურობ, თითო სიზმარი 10 წუთი გრძელდება და ობიექტებთან შეხებისას სხვა სიზმრის სამყაროში გადადიხარ.

lsd-dream-emulator-11

“ოსამუ სატო” უმეტესწილად მუსიკოსი და მხატვარი, სიზმრის ემულატორამდე ჰქონდა რამოდენიმე თამაში შექმნილი [ამაზე არანაკლებ უცნაური].

LSD Dream Emulator–ზე ის ვიცით რომ სიზმრის ჟურნალის მიხედვით არის შექმნილი მაგრამ ამით არ მთავრდება შეკითხვები, თამასში ხანდახან ერთი პერსონაჟი ჩნდება სახელად “Grey Man”, მამაკაცი შავ ტანისამოსში და როცა მოთამაშეს უახლოვდება, სიზმარი წყდება. ყველაზე ლოგიკური ვარაუდით, Grey Man არის ნიშიკავას კოშმარი ან რომ ჩავუღრმავდეთ, მისი მტკივნეული მოგონებების სიმბოლო. უფრო გიჟური ვარაუდით, Grey man არის უცხოპლანეტელი, ხოლო მთელი ეს სიზმრები უბრალოდ ემულაციაა, უცხოპლანეტელების მიერ შექმნილი, ამ ვარაუდს ამტკიცებს ის რომ თამაშის საწყის მენიუში უცხოპლანეტელების სახეებია, Cutscene–ებში მფრინავი თეფშებია ხოლო ერთერთ სცენაში დაფრინავ და მაღლიდან უყურებ ქალაქს, ეს იმას ამტკიცებს რომ პერსონაჟი უცხოპლანეტელების მიერ არის გატაცებული.

Lsd_017

Grey Man, Kyoto–ში

თამაში მხოლოდ იაპონიაში გამოვიდა, 1998 წლის 22 ოქტომბერს, იყო შექმნილი კომპანია Asmik Ace–ის მიერ. იაპონიის გარეთ უცნობი იყო სანამ 2010 წელს თამაში PlayStation Network–ზე არ გამოსულა და მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი გახდა, მის მერე ძალიან ბევრი Gameplay აიტვირთა Youtube–ზე.

მაგრამ ისტორია ასე არ მთავრდება, შეიძლება ითქვას რომ დღემდე გრძლედება, 2011 წელს ერთერთმა ფანმა, თამაშის Remake–ზე დაიწყო მუშაობა, სახელად LSD Revamped, დეველოპმენტი დღემდე გრძელდება. ფინელი Youtuber–ი 98DEMAKE–მა ამ წელს Teaser–ი გამოუშვა PSOne სტილის ფსიქედელურ თამაშზე სახელად “Bvoid“.

სიზმრის ჟურნალის PDF ვერსია

Advertisements

რეტროპანკი/RetroPunk #1

Crash Bandicoot, GTA San Andreas, Vice City, Mortal Kombat და უამრავი სხვა, ეს ის თამაშებია რასაც უმეტესად ვთამაშობდით ბავშვობაში და დღეს ნოსტალგიით ვიხსენებთ. პერსონალური კომპიუტერის და კონსოლების თამაშების კატალოგი უდიდესია, მაგრამ მხოლოდ ერთი ორი გვახსოვს. უიშვიათეს და დიდი ხნის წინ დავიწყებული თამაშები, დღეს თითქოს ოკეანის სიბნელიდან ამოყვინთეს. ამისათვის მადლობა უნდა გადავუხადოთ Night Dive Studio–ს, ლეგენდარული კიბერპანკ თამაში “System shock” და მისი გაგრძელების “System Shock 2” დაბრუნებისთვის, და ასევე “I Have No Mouth, and I Must Scream”.

მაგრამ ამ რუბრიკაში მათზე არ ვისაუბრებ რადგან ზედმეტად პოპულარული გახდა, ჩვენ ვისაუბრებთ დღემდე იშვიათ და საკმაოდ საინტერესო სპეციფიკურ თამაშებზე.

Hellnight/ჯოჯოხეთური ღამე

Hellnight-Box-Art

HellNight (ასევე ცნობილი როგორც: Dark Messiah ダークメサイア Dākumesaia) არის იაპონური Survival Horror თამაში, შექმნილია კომპანია “Atlus”ის მიერ, 1998 წელს.

მოქმედება იაპონიაში ხდება, ტოკიო მეგაპოლისად გადაიქცა, ძალიან გრძელი მიწისქვეშა ტუნელებითა და კანალიზაციის სისტემით. თამაში იწყება მთავარი გმირით, შუა ღამეს მას საიდუმლო კულტის წევრები მოსდევენ და ბოლოს მეტროთი გაიქცევა, მას წარმოდგენა არ აქვს თუ რატომ უნდოდათ მისი გატაცება.

ამავე დროს, საიდუმლო ლაბორატორიიდან სიმბიოზური არსება გაიქცა, მალევე ის მუტაციას განიცდის და მეტროში ხალხს თავს ესხმის [სადაც ჩვენი გმირი იმყოფება].
ჩვენი გმირი ამ უცნაურ არსებას გაექცევა, სკოლის მოსწავლესთან “Naomi Sugiura”–სთან[რომელსაც ექსტრასენსორული ნიჭი აქვს] ერთად ცდილობენ გასასვლელი იპოვონ, ამ უსასრულო ტუნელებში იპოვიან ადგილს სახელად “The Mesh”, მანდ საზოგადოების ყველაზე მდაბიო ხალხი ცხოვრობს, ბევრი მათგანი კრიმინალია და ზედაპირზე არ ადიან.

თამაში სავსეა თავსატეხებით, ოკულტიზმით და მთლად კიბერპანკი არარი მაგრამ მაინც მსგავს გრძნობებს ტოვებს. ეს თამაში უნიკალურია იმით რომ ერთადერთი რისი გაკეთებაც შეგიძლია, ეს არის გაქცევა, არანაირი იაღი არ გექნება. [Clock Tower–იდან აიღეს ალბათ]tumblr_osl5ltznhf1roqda3o1_500

tumblr_oslfl9m9uc1roqda3o1_1280

გრაფიკით ეს თამაში არ გამოირჩევა, იმას არ ვგულისხმობ რომ რადგან პირველი PlayStationის თამაშია უნდა შევაფასოთ თანამედროვე სტანდარტებით, არა! უბრალოდ მაგ დროს, PS1–ს გრაფიკულად უკეთესი თამაშები ჰქონდა. 1998 წელს იაპონიაში გამოვიდა, ხოლო 1999 წლის დეკემბერს ევროპაში მაგრამ მაინც ამ თამაშზე ინფორმაციის პოვნა რთულია და გამოშვებისას ბევრი დისკი არ გამოუშვეს გაყიდვაზე [ეტყობა თავიდანვე იცოდნენ რომ დაბალი გაყიდვები ექნებოდა].

მაგრამ ამაშია მისი სილამაზე, ის ფაქტი რომ მცირე ბიუჯეტით ოკულტ თამაში შექმნეს, ამითია HellNight უნიკალური. ბნელი და სერი ფერების მიწისქვეშა ტუნელები და ქალაქი, ძალიან მარტივი 3D მოდელები, ბნელი ემბიენთი და ყველაფერთან ერთად, ეს საშინელებათა ატმოსფერო.

s-l1600


Hell: A Cyberpunk Thriller/ჯოჯოხეთი: კიბერპანკ თრილერი

hell

ესეც მორიგი “ჯოჯოხეთური” თამაში ოღონდ Playstation–ზე არა, ეს თამაში MS-DOS კომპიუტერებზე, 3DO–ზე [კონსოლი] და Macintosh-ზე გამოვიდა. წინა თამაშისგან განსხვავებით, ეს Point And Clicker–ია, ეს იმას ნიშნავს რომ ლოკაციებზე გადაადგილება და ობიექტებზე ზემოქმედება ხდება მაუსის მიყვანით და “კლიკით”.

მოქმედება 2095 წელს ხდება, დისტოპიურ მომავალში, ამერიკას ფაშისტურ თეოკრატიული მთავრობა მართავს სახელად “Hand of God” [ღმერთის ხელი]. ეს მთავრობა ყველაზე საშიშ კრიმინალებს “ჯოჯოხეთში” უშვებს… დიახ, ჯოჯოხეთის პორტალი გახსნეს, ჰმმმ..!

hell-14-480x360

ვთამაშობთ 2 გმირს, “გიდეონ ეშანტი” და “რეიჩელ ბრაქის”. ორივე სამართალდამცავ ორგანოში მუშაობს და ანტი–სახელმწიფო საქმეებში მოღვაწე ჰაკერებს იჭერენ მაგრამ ყველაფერი შეიცვალა როცა ერთ ღამეს პოლიცია შეუვარდებათ, იმ ბრალდებით რაც არ დაუშავებიათ, ჩვენი გმირები ამ პოლიციელებს გაექცევიან და აქედან იწყება ეს გრძელი და გიჟური მოგზაურობა. “დემონი მაფიოზები”, მოგზაურობა ჯოჯოხეთში და სავსე თავსატეხები. მარა რაც მთავარია სავსეა კიბერპანკ ელემენტებით.

hell-18-480x360

თამაშის მიხედვით ერთი წლის შემდეგ წიგნი გამოვიდა, იგივე სახელით. ამერიკელი სამეცნიერო ფანტასტიკის ავტორის “ჩეტ უილიამსონის” მიერ იყო დაწერილი.


Ghost In The Shell/მოჩვენება ჯავშანში

220px-ghost_in_the_shell_coverart

არ შემეძლო პოსტის დადება ამ თამაშის გარეშე. მგონი ყველამ ვიცით მოჩვენება ჯავშანში, ხო? [ფილმს არ ვგულისხმობ, არ მომეწონა]  მოჩვენება ჯავშანში ერთერთ ყველაზე საუკეთესო ანიმე ტრილოგიას უწოდებენ, რომელიც დღემდე გრძელდება. პირველი თამაში PS1–ზე გამოვიდა 1997 წელს იგივე სახელწოდებით, 3D Shooter–ის სტილში. “მასამუნე შირო“, რომელიც მოჩვენება ჯაშვანის ორიგინალური მანგის ავტორი იყო, ამ თამაშის სიუჟეტის და დიზაინის ავტორიც გახლდათ [ორიგინალური მანგა “ცოტათი” განსხვავდება ანიმესგან 🙂].

maxresdefault (2)

მთელი თამაში შენ აკონტროლებ ე.წ “Fuchikoma”–ს, [რობოტი–ობობა] და მოწინააღმდეგებს ანადგურებ. სტანდარტული 3D თამაშია მაგრამ საკმაოდ კარგი. ვფიქრობ ამის თამაში ძალიან სასიამოვნო იქნება [წარმატებას გისურვებთ მის გაშვებაში, ამ თამაშს ემულაცია არ უყვარს].

w98w3qy

დიახ, ეს თამაშის ერთერთი Cutscene არის

როდის გამოვა Cyberpunk 2077 ?

logo

ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში, ცნობილი პოლონური კომპანია “CD projekt red ” [რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია The Witcherის ტრილოგიით] განაცხადეს რომ გეგმაში აქვთ თამაში სახელად “Cyberpunk 2077”. მაგრამ 4 წლის განმავლობაში ძალიან მცირე ინფორმაცია მივიღეთ, მის მაგივრად გამოვიდა Witcher 3. ამ წლის ივნისში ჰაკერებმა კომპანიის ფაილები მოიპარეს და მათ შორის აღმოჩნდა ინფორმაცია “Cyberpunk 2077″ზე მაგრამ თვითონ კომპანიამ გამოაცხადა რომ ეგ დაძველებული ფაილებია.

ამ წელს კომპანიამ განაცხადა რომ თამაშზე აქტიურად მუშაობენ მაგრამ ჯერ ადრეულ სტადიაში. 2 დღის წინ კომპანიის დირექტორმა “ადამ კიჩინსკიმ” განაცხადა რომ “Cyberpunk 2077” სამყარო 4ჯერ უფრო დიდი იქნება ვიდრე ისედაც მასიური The Witcher 3 თავის DLCებთან ერთად და რომ single და multiplayerში იქნება შესაძლებელი მისი თამაში.

როგორც ვიცით, თამაში 2019 წელს გამოვა

Exaella/ექსელა

Exaella.full.1184902

“ექსელა” არის 4 სერიანი (OVA) ანიმაცია. რუსი დირექტორის “Andrew Oudot ” და იაპონელი “Isakawa Denisu” მიერ არის წარმოებული, ორიგინალურად ის იაპონურ ენაზეა დუბლირებული მაგრამ ოფიციალური რუსი და ინგლისური მთარგმნელებიც ჰყავს. “ექსელას” ზუსტად ვერ უწოდებ ანიმეს, რადგან ანიმაციაში ბევრი განსხვავებები მოიძებნება, და თან “ექსელა” იყო ანიმირებული რუსულ ანიმაციურ სტუდიაში ამიტომ ანიმეს კატეგორიაში ვერ შევა, იაპონიაში ოფიციალურად გამოშვებული არასოდეს არ იყო.

პლანეტის რესურსების სრული ამოწურვის შედეგად, ადამიანები გახდნენ იძულებულნი რომ ღრმა ძილში შესულიყვნენ, მათი ორგანიზმები გაყინეს და ავტომატურ მიქისქვეშა კომპლექსებში მოათავსეს. ამ კომპლექსებს მართავენ დაწინაურებული ხელოვნური ინტელექტის სისტემები, და ყოველ მათგანს ყავს უზენაესი ადამიანი ოპერატორი რომელსაც შეუძლია მოახდინოს კონტროლი მის გარშემო მანქანების, ორივე ვირტუალურ და რეალურ მსოფლიოში. ერთერთ მასეთ მიწისქვეშა კომპლექს “ქსონასუ” (Xonasu) ჰქვია. ერთ დღეს, “ქსონასუზე” მეტეორების წვიმა დაიწყო და უამრავი გაუმართაობა გამოიწვია ელექტრონულ აპარატურაში, ადამიანები რომლებმაც გაიღვიძეს გაიქცნენ ამ მწყობრიდან გამოსულ “ქალაქიდან”, მაგრამ იმის მცდელობისთვის რომ ამ დაზიანებების გავრცელება შეწყვეტილიყო “ქსონასუს” ხელოვნურმა ინტელექტმა შიგნით კომპლექსში დრო გაყინა. ათი წლის შემდეგ, “ექსელა” (Exaella) – “ქსონასუს” უზენაესმა ოპერატორმა გაიღვიძა რომ დაზიანებული სისტემა შეაკეთოს და გადაარჩინოს ხალხი რომლებსაც ცხოვრების მხარდაჭერა შეუწყდათ და ერთი მეორეს მიყოლებით კვდებიან. ის და პატარა უცნობი გოგო სახელად “პიკუ” და ჯარისკაცი სახელად “კენი” შეეცდებიან გადაარჩინონ მძინარე ხალხი და სისტემის შეკეთება მოასწრონ სანამ კოლაპსი არ მოხდება

თუ თქვენ ამ ანიმეს ყურებას დააპირებთ, წინასწარ აგიხსნით  რომ პირველივე სერიის ყურებისას არ დაიბნეთ და არ მიანებოთ. პირველი ორი სერიის ყურებისას ვერ გაიგებ სიუჟეტს, “ექსელა” ისე იღვიძებს რომ წარმოდგენა არ აქვს სად არის და რატომ მაგრამ ყველაფერი ნათელი ხდება მესამე და მეოთხე სერიებში თან უფრო მეტი საუბრებია პერსონაჟებს შორის და მოქმედებებიც.

ანიმაციის სტილი ძალიან სპეციფიურია. CG  არის, მაგრამ აშკარად დაბალი ხარისხიანი თან მოქმედებების დროს კადრი თითქოს ნელდება.

“ექსელამ” უმეტეს საიტებზე დაბალი შეფასება მიიღო მაგრამ კიბერპანკის ფანებმა უმაღლესი შეფასება მისცეს. ანიმაცია,ხმის ეფექტები და მუსიკა საოცარ ცივ/დისტოპიურ და ინდუსტრიალურ ატმოსფეროს ქმნის, სიუჟეტმაც არანაკლები შეფასება მიიღო

Animespirit-ზე ყურება (Rus)

 

რა არის Cyberpunk?

14 - d3KJoQD

პორტის ზემოთ ცა ტელევიზორის ფერი იყო, რომელიც მკვდარ არხზე იყო გადართული

– უილიამ გიბსონი

wnkfvovh

კიბერპანკი (Cyberpunk) არის სამეცნიერო ფანტასტიკის ერთერთი სუბჟანრი რომელიც ჩამოყალიბდა წინა საუკუნის ოთხმოციანი წლების დასაწყისში, ჟანრი არის ორიენტირებული მომავლის საზოგადოებაზე, ანტი–უტოპიურ მსოფლიო სადაც დაწინაურებული ტექნოლოგიები როგორიცაა ინფორმაციული ტექნოლოგია და კიბერნეტიკა გაერთიანებულია დაცემულ ადამიანურ საზოგადოებასთან (დაბალი დონის ცხოვრება და კრიმინალი).

ნაწარმოებები ხშირად მოგვითხრობენ კონფლიკტებზე, ჰაკერებსა, ხელოვნურ ინტელექტსა და მეგაკორპორაციებს შორის და მოქმედებები უმეტესად დედამიწაზე ხდება ვიდრე ვთქვათ სხვა პლანეტებზე. კიბერპანკ მსოფლიო როგორც წესით ითვლება პოსტ–ინდუსტრიალურ დისტოპიათ. და ლიტერატურულ ნაწარმოებებში ხშირად დეტეკტივსაც ურევენ.

ადამიანის თავისუფალი გონება რომელიც მომავალს ქმნის, ახალ დროს მივყავართ, კიბერ დროში. ელექტრობის და ტელეფონის გამოგონებამ და შემდგომ ხმის და გამოსახულების ტრანსლაციამ ადამიანის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

ყოველ ახალ გამოგონებაზე, მსოფლიოში, ახალი დროის ბავშვი იზრდებოდა. ადამიანებმა მილიონობით ახალი შესაძლებლობები დაინახეს. კომპიუტერი ადამიანური ცივილიზაციის უდიდესი გამოგონება გახლავთ, ელექტრობის აღმოჩენის შემდეგ. ეს ახალი გამოგონება ყოველდღიური ცხოვრების ყველაზე გამოყენებადი გახდა, ამ ახალმა გამოგონებამ ახალ განზომილებაში გაგვიღო კარი, კიბერსამყარო ან კიდევ ცნობილი როგორც “ვირტუალური რეალობა”. კომპიუტერულ–სინთეზირებული სამყარო ახალი გამოგონება იყო რომელსაც უფრო და უფრო მეტი მსხვერპლი მიჰყავდა… და ამ მოვლენების შემდგომ, მსოფლიო იგივედ ვეღარასოდეს დარჩებოდა.

ახალმა დრომ უფრო მეტი ზიზღი და ძალადობა მოუტანა ადამიანის სულს, მეტი ტკივილი და წამება.. და დანაშაულები ახალ სამყაროში გადავიდნენ, 1 და 0 ციფრების სამყაროში.. მონაცემების სამყაროში ახალი თემები ჩნდებოდა. ჰაკერები, FreeJacks–ები და Phreakers–ები მსოფლიოს ახალი მმართველები გახდნენ. იმათმა ქაოსი შემოიტანეს ახალ გამოგონებაში, მაგრამ ხალხში ცოდნაც შემოიტანეს. კიბერპანკები – კიბერ დროის ახალ შობილები, გახდნენ ახალი მსოფლიოს კულტურათ. თავისუფლად მოაზროვნე ხალხის პატარა თემი ზრდა დაიწყო და უფრო მეტი ხალხის მიზიდვა ერთი მიზეზის გამო – ინფორმაცია ეს ძალაა! გაანთავისუფლე ინფორმაცია!..ამ ახალი საზოგადოების წევრმა ახალ მსოფლიოს “კიბერსივრცე” უწოდა, ეს კიბერსივრცე, კიბერპანკების და მთელი კიბერ “ანდერგრაუნდის” თავშესაფარი გახლდათ. ჰაკერებმა, phreaker-ებმა და დანარჩენმა კიბერპანკებმა ამ ახალი მსოფლიოს მართვა დაიწყეს, ისე როგორც სურთ – არა კანონები! არა წესები!.

იმათმა წამოიწყეს ახალი არსების შექმნა

ახალი განზომილების შექმნა, კიბერსივრცის შექმნას

— Mad Maniac 1996

ჩამოყალიბება

patrec2

უილიამ გიბსონი

ჟანრის ერთერთ უმთავრეს ლიტერატურულ პიონერათ ამერიკელი მწერალი “უილიამ გიბსონი” ითვლება, მისი პირველი მოკლე ნაწარმოება “ვარდის ჰოლოგრამული ფრაგმენტები” 1977 წელს გამოსცა, შემდგომ 1981 წელს კიდევ ერთი მოკლე ისტორია სახელად “ჯონი მნემონიკი” გამოსცა (წიგნის მიხედვით 1995 წელს ფილმი გადაიღეს) და 1982 წელს “აალებული ქრომი“.  მაგრამ დიდი წარმატება მას 1984 წლის ნოველმა “ნეირომანტმა” მოუტანა, წიგნმა იმავე წლის “Nebula Awards”, “Philip K. Dick Award”, და Hugo Award–ზე გაიმარჯვა როგორც წლის საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკურმა რომანმა.

neuromancer_book

ნეირომანტი

გიბსონთან ერთად სხვა მწერლებმაც დიდი წვრილი შეიტანს კიბერპანკ ლიტერატურაში როგორებიც არიან “ბრიუს სტერლინგი” “ფათ კადიგანი” “რუდი რაკერი” “ჯონ შირლი” და “ლიუის შაინერი“,

800px-blade_runner_xlg

Blade Runner

Blade Runner (სამართებელზე მორბენალი) 1982 წლის ფილმი, რომლის რეჟისორია რიდლი სკოტი და მთავარ როლს ჰარისონ ფორდი ასრულებს. ფილმი ეფუძნება მწერალ “ფილიპ დიკის” რომანს “ოცნებობენ თუ არა ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?“. სამართებელზე მორბენალი ერთერთ საუკეთესო კიბერპანკ ფილმათ ითვლება და წიგნი რომელიც ჯერ კიდევ 1968 წელს იყო დაწერილი, კიბერპანკ ნაწარმოების სიაშია შეტანილი. 2017 წლის ოქტომბერს Blade Runner–ის მეორე ნაწილი გამოდის

ფუტურისტული ლოს–ანჯელესი ფილმიდან Blade Runner

სახელწოდების განმარტება

სიტყვა “Cyberpunk” პირველად “ბრიუს ბეთკის” მოკლე მოთხრობაში გამოჩნდა, იგივე სახელწოდებით. გამოცემულა “AMAZING”–ის (სამეცნიერო ფანტასტიკური ჟურნალი) 57–ე ტომში, 1983 წლის ნოემბერში. უილიამ გიბსონს არ გამოუგონებია ტერმინი კიბერპანკი,მაგრამ მან გამოიგონა “კიბერსივრცე” და კიბერპანკი როგორც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრი. ტერმინი “კიბერპანკი” ორი სიტყვისგან შედგება:
“კიბერ” (Cyber – Cybernetics) – მეცნიერება, რომელიც სწავლობს მანქანებისა და ცოცხალი ორგანიზმების მიერ ინფორმაციის მიღებას, შენახვასა და გადაცემას, აგრეთვე ამ ინფორმაციის გამოყენებას მართვისათვის.

“პანკი” (Punk) – არის ანარქისტი და ახალგაზრდული მოძრაობა რომელიც მსოფლიოს 70–იან და ადრინდელ 80–იან წლებში ატერორებდა, უწესრიგობა გამოიწვია პანკ როკ ჯგუფებმა, მათ შორის რა თქმა უნდა “Sex Pistols”–მაც. ტერმინი თვითონ ორიგინალურად “ნაგავს” ნიშნავს, პანკი თვითონ არის პრობლემის შემქმნელი და ანტისაზოგადოებრივი. ლიტერატურულ თერმინში და საზოგადოებრივ მოძრაობებში სიტყვა “პანკი” მიმართავს “კონტრკულტურას” და ერთგვარი “Street-Level Anarchy”, და არის უფრო ფოკუსირებული ქცევა და მსოფლმხედველობაზე ვიდრე მუსიკა და კრიმინალზე. კიბერპანკში “პანკი” ნიშნავს ანარქისტულს და ანტი–ავტორიტარული.

მოკლედ, სიტყვა “კიბერ” და “პანკი” ხაზს უსვამს ორ არსებით პერსპექტივას: ტექნოლოგია და ინდივიდუალიზმი.

სუბკულტურები

უამრავი სუბკულტურა იყო ინსპირირებულები კიბერპანკის მიერ, მათ შორის “კიბერდელიკური კონტრკულტურა“, ამ კულტურის ერთგული წარმომადგენლები საკუთარ თავებს “კიბერპანკებს” უწოდებენ და მცდელობა ჰქონდათ რომ “ფსიქედელური ხელოვნება და ნარკოტიკები” გაერთიანებულიყო “კიბერკულტურის ტექნოლოგიებთან”. ამ კულტურის ადრინდელი წარმომადგენლები არიან “ტიმოთი ლიარი“, “მარკ ფრიუნფელდერი” და “რ.უ. სირიუსი“.

Cybergoth (კიბერგოთი) – არის მოდის და ცეკვის სუბკულტურა რომელიც ასევე იყო ინსპირირებული კიბერპანკის მიერ.

cybergoth2

კიბერგოთები

კიბერპანკის სუბჟანრები

“ბიოპანკი” (Biopunk) – არის კიბერპანკის სუბჟანრი რომელიც უფრო არის ფოკუსირებული ბიოლოგიურ ტექნოლგიებში როგორებიცაა გენეტიკური მანიპულაცია. ხშირად ბიოპანკ მაგალითებად მოჰყავთ Gattaca და Dark Angel. ბიოპანკში იშვიათად მოიძენება კიბერსივრცის ან კიბერნეტიკის მიმართ თემები მაგრამ ძალიან ახლოს არის “მაღალი ტექნოლოგია დაბალი ცხოვრების” (High Tech Low Life) პერსპექტივასთან.

პოსტ–კიბერპანკი (Post-Cyberpunk) – არის თანამედროვე შეხედულებები 80–იანი წლების კიბერპანკ ვიზუალიზაციის მიმართ. პოსტ–კიბერპანკი არის უფრო ფოკუსირებული “ტრანსჰუმანიზმთან” (Transhumanism), კოსმოსურ მოგზაურობებთან და ისეთ ტექნოლოგიებთან რომლებიც 80–იან წლებში არ იყო წარმოდგენილი.

 Entertainment

ადრინდელ სამოცდაათიანი წლებიდან სამეცნიერო ფანტასტიკას უფრო კიბერნეტიკულ ან დისტოპიურ შინაარის მიძლევა დაუწყეს, Blade Runner–მა თავის დროს დიდი წარმატება მიაღწია მაგრამ ყველაზე წარმატებული 1999 წლის “მატრიცა” (The Matrix) აღმოჩნდა. ასევე კიბერპანკ თემატიკა ფართოდ ჩანს იაპონური ანიმაციის (ანიმე) სამყაროში, კარგი მაგალითია “Ghost in the Shell“–ის ტრილოგიები, ასევე 1988 წლის “Akira“, 2006 წლის “Ergo Proxy” და უამრავი სხვა. იაპონური კომიქსების (მანგების) ერთერთი საუკეთესოდ ითვლება “Blame!” (1998).

თამაშების ინდუსტრიაშიც ბევრი კიბერპანკი გვხვდება, მათ შორის ლეგენდარული “Deux Ex” “System Shock” “System Shock 2” და “Cyberpunk 2020[სამაგიდო]”. მსოფლიოში ცნობილი თამაშის “The Witcher 3″–ის შემქმნელი კომპანია “CD Projekt RED”, გამოაცხადა ახალი თამაშის “Cyberpunk 2077“–ის შექმნაზე რომელიც 20XX წელს გამოვა, ასევე 1999 წლის საუკეთესო თამაშად გამოცხადებული “System Shock 2″–ის მესამე ნაწილი გამოდის, ოღონდ სულ ახალი კომპანია გეგმავს მის გამოშვებას “OtherSide Entertainment“.

Deux Es: Human Revolution

კიბერპანკ ფილმები:

1. Blade Runner (1982)
2. The Matrix (1999)
3. Strange Days (1995)
4. Johnny Mnemonic (1995)
5. Total Recall (1990)
6. The Lawnmower Man (1992)
7. New Rose Hotel
8. Avatar (2004)
9. Eden Log (2007)
10. TRON (2010)


კიბერპანკ ანიმაციები:

  1. Ghost in the Shell
  2. Armitage III
  3. Ergo Proxy
  4. Akira
  5. Genocyber
  6. Psycho-Pass
  7. Serial Experiments: Lain
  8. Appleseed (2004)
  9. Mardock Scramble: The First Compression
  10. NOiSE

კიბერპანკ მუსიკა?


ლინკები

ჯონი მნემონიკი/Johnny Mnemonic

johnny-mnemonic-15909

ცნობილი მწერლის “William Gibson”–ის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი სადაც მთავარ როლებს ისეთი მსახიობები ასრულებენ როგორებიც არიან “კიანუ რივსი” (ჯონი) და “დინა მეიერი” (ჯეინი), და ასევე “დოლფ ლუნდგრენი” (ქუჩის ქადაგი).

მოქმედება მომავალში ხდება როდესაც კომპიუტერული ტექნოლოგია და ინტერნეტი განვითარდა იმ დონეზე რომ ახალი სახის კონტრაბანდა წარმოიშვა, ტვინის მეხსიერების ნაწილის წაშლა და მის მაგივრად სხვა ინფორმაციის ჩატვირთვა და შემდგომ მისი უკანონო ტრანსპორტირება. ასეთ კონტრაბანდისტებს “მნემონიკებს” უწოდებენ და “ჯონი” ერთერთი მათგანია, და შემდგომ ისე მოხდა რომ ერთერთი ოპერაციის შესრულების დროს მის ტვინში უზარმაზარი ზომის ინფორმაცია ჩატვირთეს, ეს ინფორმაცია არის ე.წ “ნერვული გამოფიტვის სინდრომის” განკურნება, ამ სინდრომით დედამიწის ნახევარი მოსახლეობა იტანჯება. ინფორმაციისთვის ნადირობს იაპონური მაფია და კორპორაცია “ფარმაკომი”, და თუ ჯონი ამ ინფორმაციას მალე არ ამოიღებს ტვინიდან ,გადატვირთულობის გამო დაიღუპება (მასთან ერთად კიდე ინფორმაციაც). მან უნდა იზრუნოს რომ ეს ინფორმაცია ცუდ ხელში არ მოხვდეს.

უილიამ გიბსონი, Cyberpunk–ის მამათ წოდებული კანადელი მწერალი რომელმაც დიდი წარმატება მიაღწია თავისი პირველი ბესტსელერით “ნეირომანტი” (Neuromancer) 1984 წელს, ხოლო სამი წლით ადრე მოკლე ისტორია გამოსცა სახელად “ჯონი მნემონიკი”, ფილმისთვის კი მან თვითონ დაწერა სცენარი

რაც ფილმს შეეხება, ის იყო გამოშვებული 1995 წელს, რეჟისორი “რობერტ ლონგოს” მიერ. ფილმი ითვლება Cyberpunk–ის ჟანრის კლასიკური ნაწარმოებათ,და მასში არის დემონსტრირებული დისტოპიური ტექნოლოგიური მსოფლიო რაც ჟანრისთვის ძალიან ტიპიურია, სადაც ძალა კორპორაციების ხელშია და გავრცელებული ინფორმაციული ტექნოლოგიები კომბინირებულია დაბალი დონის ცხოვრებასთან და კრიმინალთან.