რეტროპანკი/RetroPunk #1

Crash Bandicoot, GTA San Andreas, Vice City, Mortal Kombat და უამრავი სხვა, ეს ის თამაშებია რასაც უმეტესად ვთამაშობდით ბავშვობაში და დღეს ნოსტალგიით ვიხსენებთ. პერსონალური კომპიუტერის და კონსოლების თამაშების კატალოგი უდიდესია, მაგრამ მხოლოდ ერთი ორი გვახსოვს. უიშვიათეს და დიდი ხნის წინ დავიწყებული თამაშები, დღეს თითქოს ოკეანის სიბნელიდან ამოყვინთეს. ამისათვის მადლობა უნდა გადავუხადოთ Night Dive Studio–ს, ლეგენდარული კიბერპანკ თამაში “System shock” და მისი გაგრძელების “System Shock 2” დაბრუნებისთვის, და ასევე “I Have No Mouth, and I Must Scream”.

მაგრამ ამ რუბრიკაში მათზე არ ვისაუბრებ რადგან ზედმეტად პოპულარული გახდა, ჩვენ ვისაუბრებთ დღემდე იშვიათ და საკმაოდ საინტერესო სპეციფიკურ თამაშებზე.

Hellnight/ჯოჯოხეთური ღამე

Hellnight-Box-Art

HellNight (ასევე ცნობილი როგორც: Dark Messiah ダークメサイア Dākumesaia) არის იაპონური Survival Horror თამაში, შექმნილია კომპანია “Atlus”ის მიერ, 1998 წელს.

მოქმედება იაპონიაში ხდება, ტოკიო მეგაპოლისად გადაიქცა, ძალიან გრძელი მიწისქვეშა ტუნელებითა და კანალიზაციის სისტემით. თამაში იწყება მთავარი გმირით, შუა ღამეს მას საიდუმლო კულტის წევრები მოსდევენ და ბოლოს მეტროთი გაიქცევა, მას წარმოდგენა არ აქვს თუ რატომ უნდოდათ მისი გატაცება.

ამავე დროს, საიდუმლო ლაბორატორიიდან სიმბიოზური არსება გაიქცა, მალევე ის მუტაციას განიცდის და მეტროში ხალხს თავს ესხმის [სადაც ჩვენი გმირი იმყოფება].
ჩვენი გმირი ამ უცნაურ არსებას გაექცევა, სკოლის მოსწავლესთან “Naomi Sugiura”–სთან[რომელსაც ექსტრასენსორული ნიჭი აქვს] ერთად ცდილობენ გასასვლელი იპოვონ, ამ უსასრულო ტუნელებში იპოვიან ადგილს სახელად “The Mesh”, მანდ საზოგადოების ყველაზე მდაბიო ხალხი ცხოვრობს, ბევრი მათგანი კრიმინალია და ზედაპირზე არ ადიან.

თამაში სავსეა თავსატეხებით, ოკულტიზმით და მთლად კიბერპანკი არარი მაგრამ მაინც მსგავს გრძნობებს ტოვებს. ეს თამაში უნიკალურია იმით რომ ერთადერთი რისი გაკეთებაც შეგიძლია, ეს არის გაქცევა, არანაირი იაღი არ გექნება. [Clock Tower–იდან აიღეს ალბათ]tumblr_osl5ltznhf1roqda3o1_500

tumblr_oslfl9m9uc1roqda3o1_1280

გრაფიკით ეს თამაში არ გამოირჩევა, იმას არ ვგულისხმობ რომ რადგან პირველი PlayStationის თამაშია უნდა შევაფასოთ თანამედროვე სტანდარტებით, არა! უბრალოდ მაგ დროს, PS1–ს გრაფიკულად უკეთესი თამაშები ჰქონდა. 1998 წელს იაპონიაში გამოვიდა, ხოლო 1999 წლის დეკემბერს ევროპაში მაგრამ მაინც ამ თამაშზე ინფორმაციის პოვნა რთულია და გამოშვებისას ბევრი დისკი არ გამოუშვეს გაყიდვაზე [ეტყობა თავიდანვე იცოდნენ რომ დაბალი გაყიდვები ექნებოდა].

მაგრამ ამაშია მისი სილამაზე, ის ფაქტი რომ მცირე ბიუჯეტით ოკულტ თამაში შექმნეს, ამითია HellNight უნიკალური. ბნელი და სერი ფერების მიწისქვეშა ტუნელები და ქალაქი, ძალიან მარტივი 3D მოდელები, ბნელი ემბიენთი და ყველაფერთან ერთად, ეს საშინელებათა ატმოსფერო.

s-l1600


Hell: A Cyberpunk Thriller/ჯოჯოხეთი: კიბერპანკ თრილერი

hell

ესეც მორიგი “ჯოჯოხეთური” თამაში ოღონდ Playstation–ზე არა, ეს თამაში MS-DOS კომპიუტერებზე, 3DO–ზე [კონსოლი] და Macintosh-ზე გამოვიდა. წინა თამაშისგან განსხვავებით, ეს Point And Clicker–ია, ეს იმას ნიშნავს რომ ლოკაციებზე გადაადგილება და ობიექტებზე ზემოქმედება ხდება მაუსის მიყვანით და “კლიკით”.

მოქმედება 2095 წელს ხდება, დისტოპიურ მომავალში, ამერიკას ფაშისტურ თეოკრატიული მთავრობა მართავს სახელად “Hand of God” [ღმერთის ხელი]. ეს მთავრობა ყველაზე საშიშ კრიმინალებს “ჯოჯოხეთში” უშვებს… დიახ, ჯოჯოხეთის პორტალი გახსნეს, ჰმმმ..!

hell-14-480x360

ვთამაშობთ 2 გმირს, “გიდეონ ეშანტი” და “რეიჩელ ბრაქის”. ორივე სამართალდამცავ ორგანოში მუშაობს და ანტი–სახელმწიფო საქმეებში მოღვაწე ჰაკერებს იჭერენ მაგრამ ყველაფერი შეიცვალა როცა ერთ ღამეს პოლიცია შეუვარდებათ, იმ ბრალდებით რაც არ დაუშავებიათ, ჩვენი გმირები ამ პოლიციელებს გაექცევიან და აქედან იწყება ეს გრძელი და გიჟური მოგზაურობა. “დემონი მაფიოზები”, მოგზაურობა ჯოჯოხეთში და სავსე თავსატეხები. მარა რაც მთავარია სავსეა კიბერპანკ ელემენტებით.

hell-18-480x360

თამაშის მიხედვით ერთი წლის შემდეგ წიგნი გამოვიდა, იგივე სახელით. ამერიკელი სამეცნიერო ფანტასტიკის ავტორის “ჩეტ უილიამსონის” მიერ იყო დაწერილი.


Ghost In The Shell/მოჩვენება ჯავშანში

220px-ghost_in_the_shell_coverart

არ შემეძლო პოსტის დადება ამ თამაშის გარეშე. მგონი ყველამ ვიცით მოჩვენება ჯავშანში, ხო? [ფილმს არ ვგულისხმობ, არ მომეწონა]  მოჩვენება ჯავშანში ერთერთ ყველაზე საუკეთესო ანიმე ტრილოგიას უწოდებენ, რომელიც დღემდე გრძელდება. პირველი თამაში PS1–ზე გამოვიდა 1997 წელს იგივე სახელწოდებით, 3D Shooter–ის სტილში. “მასამუნე შირო“, რომელიც მოჩვენება ჯაშვანის ორიგინალური მანგის ავტორი იყო, ამ თამაშის სიუჟეტის და დიზაინის ავტორიც გახლდათ [ორიგინალური მანგა “ცოტათი” განსხვავდება ანიმესგან 🙂].

maxresdefault (2)

მთელი თამაში შენ აკონტროლებ ე.წ “Fuchikoma”–ს, [რობოტი–ობობა] და მოწინააღმდეგებს ანადგურებ. სტანდარტული 3D თამაშია მაგრამ საკმაოდ კარგი. ვფიქრობ ამის თამაში ძალიან სასიამოვნო იქნება [წარმატებას გისურვებთ მის გაშვებაში, ამ თამაშს ემულაცია არ უყვარს].

w98w3qy

დიახ, ეს თამაშის ერთერთი Cutscene არის

Advertisements

ტოპ 5 კიბერპანკ მანგა

შარშან დავწერე ტოპ 5 კიბერპანკ ანიმეზე და საკმაოდ ბევრ მკითხველს მოეწონა,ახლა მინდა რომ შემოგთავაზოთ კიდევ ერთი ტოპ კიბერპანკ ხუთეული ოღონდ ანიმაციის მაგივრად მანგები [იაპონური კომიქსები]


5.  Eden: It’s an Endless World/ედენი: გაუთავებელი სამყარო

ედენი

შემოკლებით “Eden“.

მოქმედება ხდება მომავალში, პანდემიამ პლანეტის მოსახლეობის 15 პროცენტი ამოხოცა და ციფრები მკვეთრად იზრდება რის გამოც მსოფლიო ქაოსში ვარდება. საიდუმლო ორგანიზაციამ დაამარცხა “გაერთიანებული ერები” და მსოფლიოს კონტროლირებას იწყებს. გოგო და ბიჭი, რომლებიც გაიზარდნენ მიტოვებულ შენობაში რომელიც ადრე კვლევის ცენტრი იყო, აქვთ ვირუსის მიმართ იმუნიტეტი რის გამოც ორგანიზაციამ მათ თავი დაესხა მაგრამ თავი დააღწიეს.

ოცი წლის მერე, ეს ბიჭი ყველაზე გავლენიანი ნარკობარონი გახდა სამხ. ამერიკაში.ის, თავის შვილს ამ ორგანიზაციასთან ბრძოლაში კულისებიდან ეხმარება, მასთან ერთად კიდე ორგანიზაციის ყოფილი წევრებიც. სიუჟეტი მთავარი გმირიდან თანდათანობით ფოკუს ცვლის სხვადასხვა თემებზე, როგორიცაა: ტერორიზმი, ადამიანის გაუმჯობესება და ნარკოტიკებთან დაკავშირებული ორგანიზაციების ბრძოლასთან.

ეს მანგა გნოსტიკურ მითოლოგიაზეა დაფუძნებული.

eden-its-an-endless-world-1657735

MAL: 8.44


4. Akira/აკირა

akira-2265951

1988 წელია. მესამე მსოფლიო ომი მიდის. ატომური ბომბის შედეგად ტოკიო პრაქტიკულად განადგურდა.
2019 წელი. ძველი დედაქალაქის ნანგრევებზე სწრაფად ააგეს ახალი მეგაპოლისი”ნეო-ტოკიო”

ამ მეგაპოლისში ცხოვრობს 2 მეგობარი-ოპონენტი, “ტეცუო სიმა” და “სეტარო კანედა”. ტეცუო, იმის დასამტკიცებლად რომ სეტაროსთან თანასწორია ერთი საქმის წამოწყებას იწყებს რაც მთელ ქალაქს განადგურებით ემუქრება და რის შედეგადაც ამოუცნობი ძალა იღვიძებს სახელად “აკირა”.

klll

Myanimelist: 8.75


3. Battle Angel Alita/მეომარი ანგელოზი ალიტა

გუნნმ

შემოკლებით “Gunnm.

ზეციური ქალაქის მცხოვრებლები თავიანთ ნაგავს დედამიწაზე ყრიან სადაც ადამიანები და კიბორგები ცხოვრობენ. ამ ზეციური ქალაქის ყოფილი მოქალაქე და კიბორგების შეკეთების სპეციალისტი “იდო” ამ ნაგავსაყრელში გოგონა-კიბორგის თავს პოულობს, მისი რეაბილიტაციის შემდეგ მას “ალიტა” დაარქვა.
შემდგომ ალიტა აღმოაჩენს თავის სხეულში საიდუმლო საბრძოლო ტექნიკებს და გადაწყვეტს რომ “მონადირე-მეომარი” გახდეს, კოლექციონერი რომელიც აგროვებს იმას რასაც ზეციურ ქალაქში აწარმოებენ.

ამ მანგას გაგრძელებაც აქვს: Gunnm: Last Order

Myanimelist: 8.52


2. Koukaku Kidoutai: The Ghost in the Shell/მოჩვენება ჯავშანში

ghost

2029 წელს მსოფლიო ქსელი და კომპიუტერული ტექნოლოგიები იმ დონემდე განვითარდა რომ შესაძლებელი გახდა კიბორგების ქსელთან სრული ინტეგრაცია.მთავარი გმირი, მეცხრე სექციის მაიორი”მოტოკო კუსანაგი” – კიბორგია, ადამიანის გონებით. უეცრად ქსელში გამოცხადდა უცნობი ჰაკერი რომელიც დიდ საფრთხეს უქმნის მსოფლიო ქსელს და მასთან მენტალურად დაკავშირებულ ადამიანებსა და კიბორგებს.მეცხრე სექციას დაევალა მისი დაჭერა მაგრამ ეს არც ისე მარტივია, ეს ჰაკერი გონივრული “ვირუსი” აღმოჩნდა რომელიც მათი კოლეგების მიერ მეექვსე სექციიდან იყო შექმნილი, ჯაშუშობისთვის და ა.შ., და საქმე პოლიტიკასაც ეხება

Myanimelist: 8.23


1.Blame/ბლეიმი

ბლეიმი

ადამიანს სურს, რომ გახდეს ღმერთი. ისინი უსულო საგნებს გონებას ჩუქნიან, ჰქმნიან ხელოვნურ სიცოცხლეს და საკუთარი ამბიციებით ავსებენ. ერთ მშვენიერ მომენტში დედამიწა ახალი შემქმნელების ხელში დამოუკიდებლად იწყებს ზრდას, რაც ადამიანებს უკან მოიტოვებს როგორც ევოლუციის სუსტ და უპერსპექტივო არსებებს. ამ დროს მეგასტრუქტურა იბადება, მრავალსართულიანი, გაუთავებელი, სამუდამო ლაბირინთი თითქოს ცოცხალი ორგანიზმი რომელიც ზრდას აგრძელებს.
ამ ლაბირინთში, მთავარი გმირი სახელად “კილი” [killy] ეძებს ე.წ “ქსელის ტერმინალურ გენებს”. გზაზე უამრავი მცირე თემები ხვდება მაგრამ არავინ არ იცის რა არის ეს “ქსელის ტერმინალური გენები” და რამხელა ცვლილებები შეუძლია მოუტანოს ამ მეგასტრუქტურას.

kk

Myanimelist: 8.38


უფრო მეტი:

Biomega/ბიომეგა

ბიომეგა

“ბიომეგა” არის “ბლეიმის” წინაისტორია და იგივე გენიალური ავტორის “ნიჰეი ცუტომუს” მიერ არის შექმნილი. მოქმედება ხდება ჩვენი წელთაღრიცხვის 3005 წელს. დედამიწაზე, მარსიდან ბრუნდება კვლევითი ჯგუფი მაგრამ ორბიტაზე რაღაცა დაემართათ და დაიმსხვრა უამრავ ნაწილებათ. ბორტზე იყო ვირუსი სახელად “N5S” რომელმაც მთელი ეკიპაჟი დააინფიცირა. მათი გვამები პლანეტის გარშემო ტრიალებდა და დედამიწაზე სასიკვდილო სპორებს ყრიდა. ამ დროს დედამიწაზე, კორპორაცია “ტაჰოს” აგენტი “კანოე ძოინტიმ” შეაღწია საიდუმლო კუნძულზე სახელად “9JO” რომელიც მთლიანად ინფიცირებულია N5S ვირუსით, მისი მთავარი მიზანია ვირუსის მიმართ ადაპტირებულების დაცვა.

yyuu

Myanimelist: 7.69