Exaella/ექსელა

Exaella.full.1184902

“ექსელა” არის 4 სერიანი (OVA) ანიმაცია და რუსი დირექტორის “Andrew Oudot ” და იაპონელი დირექტორის “Isakawa Denisu” მიერ არის წარმოებული, ორიგინალურად ის იაპონურ ენაზეა დუბლირებული მაგრამ ოფიციალური რუსი და ინგლისური მთარგმნელებიც ჰყავს. “ექსელას” ზუსტად ვერ უწოდებ ანიმეს, რადგან ანიმაციაში ბევრი განსხვავებები მოიძებნება, და თან “ექსელა” იყო ანიმირებული რუსულ ანიმაციურ სტუდიაში ამიტომ ანიმეს კატეგორიაში ვერ შევა, იაპონიაში ოფიციალურად გამოშვებული არასოდეს არ იყო.

პლანეტის რესურსების სრული ამოწურვის შედეგად, ადამიანები გახდნენ იძულებულნი რომ ღრმა ძილში შესულიყვნენ, მათი ორგანიზმები გაყინეს და ავტომატურ მიქისქვეშა კომპლექსებში მოათავსეს. ამ კომპლექსებს მართავენ დაწინაურებული ხელოვნური ინტელექტის სისტემები, და ყოველ მათგანს ყავს უზენაესი ადამიანი ოპერატორი რომელსაც შეუძლია მოახდინოს კონტროლი მის გარშემო მანქანების, ორივე ვირტუალურ და რეალურ მსოფლიოში. ერთერთ მასეთ მიწისქვეშა კომპლექს “ქსონასუ” (Xonasu) ჰქვია. ერთ დღეს, “ქსონასუზე” მეტეორების წვიმა დაიწყო და უამრავი გაუმართაობა გამოიწვია ელექტრონულ აპარატურაში, ადამიანები რომლებმაც გაიღვიძეს გაიქცნენ ამ მწყობრიდან გამოსულ “ქალაქიდან”, მაგრამ იმის მცდელობისთვის რომ ამ დაზიანებების გავრცელება შეწყვეტილიყო “ქსონასუს” ხელოვნურმა ინტელექტმა შიგნით კომპლექსში დრო გაყინა. ათი წლის შემდეგ, “ექსელა” (Exaella) – “ქსონასუს” უზენაესმა ოპერატორმა გაიღვიძა რომ დაზიანებული სისტემა შეაკეთოს და გადაარჩინოს ხალხი რომლებსაც ცხოვრების მხარდაჭერა შეუწყდათ და ერთი მეორეს მიყოლებით კვდებიან. ის და პატარა უცნობი გოგო სახელად “პიკუ” და ჯარისკაცი სახელად “კენი” შეეცდებიან გადაარჩინონ მძინარე ხალხი და სისტემის შეკეთება მოასწრონ სანამ კოლაპსი არ მოხდება

თუ თქვენ ამ ანიმეს ყურებას დააპირებთ, წინასწარ აგიხსნით  რომ პირველივე სერიის ყურებისას არ დაიბნეთ და არ მიანებოთ. პირველი ორი სერიის ყურებისას ვერ გაიგებ სიუჟეტს, “ექსელა” ისე იღვიძებს რომ წარმოდგენა არ აქვს სად არის და რატომ მაგრამ ყველაფერი ნათელი ხდება მესამე და მეოთხე სერიებში თან უფრო მეტი საუბრებია პერსონაჟებს შორის და მოქმედებებიც.

ანიმაციის სტილი ძალიან სპეციფიურია. CG  არის, მაგრამ აშკარად დაბალი ხარისხიანი თან მოქმედებების დროს კადრი თითქოს ნელდება.

“ექსელამ” უმეტეს საიტებზე დაბალი შეფასება მიიღო მაგრამ კიბერპანკის ფანებმა უმაღლესი შეფასება მისცეს. ანიმაცია,ხმის ეფექტები და მუსიკა საოცარ ცივ/დისტოპიურ და ინდუსტრიალურ ატმოსფეროს ქმნის, სიუჟეტმაც არანაკლები შეფასება მიიღო

Animespirit-ზე ყურება (Rus)