მოჩვენება ჯავშანში 2017

maxresdefault

მოჩვენება ჯავშანში, “მასამუნე შიროუს” ყველაზე წარმატებული მანგა/ანიმე ნაწარმოება, მოქმედება არც ისე შორეულ მომავალში ხდება, იაპონიაში. ძლიერმა ტექნოლოგიურმა წინსვლამ, და ყველაზე მეტად “კიბერტვინის” სფეროში, მოსახლეობას შესაძლებლობა მისცა რომ მენტალურად დაკავშირებულიყვნენ ინტერნეტთან, მაგრამ ეს ახალ საფრთხეს ქმნის რადგან ჰაკერებს შეუძლიათ ნებისმიერი პიროვნების ტვინის “გატეხვა” და მისი მანიპულაცია, ამის საწინააღმდეგოთ იყო დაარსებული “მეცხრე სექცია”, სადაც მუშაობს მთავარი გმირი მაიორი “კუსანაგი”[ფილმში მას “სკარლეტ იოჰანსონი” თამაშობს].

ფილმი ოფიციალურად ამ წლის 31 მარტს გამოდის, რეჟისორი “რუპერტ სანდერსია”

ტრეილერი

მთლიანი ინტერვიუ

Advertisements

Blade Runner 2049–ის პირველი თიზერი გამოვიდა

blade-runner-2049-trailer-2

როგორც წინა პოსტში ვახსენე, Blade Runner ერთერთი ყველაზე პოპულარული სამეცნიერო ფანტატიკური ფილმია რაც ოდესმე გამოსულა, ის ასევე Cyberpunk ფილმოგრაფიაში აქვს ადგილი დაკავებული. პირველი ნაწილი ჯერ კიდევ 1982 წელს გამოვიდა და ცნობილი მწერლის “ფილიპ დიკის” რომანის მიხედვით არის გადაღებული.

სამი ათწლეულის შემდეგ დირექტორმა “დენის ვილნევმა” ფილმის მეორე ნაწილის გადაღებაზე ინფორმაცია დაადასტურა, თავდაპირველად აპირებდნენ რომ Blade Runner 2 დაერქვათ მაგრამ მერე სახელი შეცვალეს blade runner 2049-ზე.

2bwuh7m

ვიკიპედიის მიხედვით სიუჟეტი ასეთია: ოცდაათი წლის შემდეგ, ახალი სამართებელზე მორბენალი, ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის ოფიცერი “კეი” (რაიან გოსლინგი) აღმოაჩენს დიდი ხნის დამარხულ საიდუმლოს რომელსაც აქვს პოტენციალი რომ შეცვალოს ის რაც საზოგადოებისგან დარჩა. “კეისის” აღმოჩენა მას უბიძგებს რომ იპოვოს “რიკ დეკარდი” (ჰარისონ ფორდი), ყოფილი “მორბენალი” რომელიც 30 წელია უგზოუკლოდ არის დაკარგული.

ფილმი ოფიციალურად 2017 წლის 6 ოქტომბერს გამოდის