ტრანსჰუმანიზმი: ახალი ხანა თუ ბოლო ჟამი

transhumanism

ტრანსჰუმანიზმი ძალიან საინტერესო ფილოსოფიური კონცეფცია და პოლიტიკური მოძრაბოაა. ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში რომ მეცნიერული და ტექნოლოგიური მიღწევები გამოყენებულიქნას ადამიანის ბიოლოგიის გასაუმჯობესებლად , ფიზიკური და მენტალური შესაძლებლობების დახვეწვა რომ ადამიანს აღარ ჰქონდეს ისეთი არასასურველი ასპექტები, როგორიცაა ტანჯვა, დააავადებები, დაბერება და საბოლოოდ სიკვდილიც.

სანამ იმაზე დავიწყებთ საუბარს თუ დეტალურად რას გვთავაზობს ტრანსჰუმანიზმი და რა არის მისი კარგი და ცუდი მხარე, ცოტათი ისტორიას გადავხედოთ.

ტრანსჰუმანიზმი როგორც ფილოსოფიური და მეცნიერული იდეა ჩამოყალიბდა წინა საუკუნის პირველ ნახევარში, მისი ფუნდამენტური იდეები ჩამოაყალიბა ბრიტანელმა გენეტიკოსმა ჯონ ბერდონ სარდენსონ ჰოლდეინმა, 1923 წელს თავის წიგნში “დედალუსი: ან, მეცნიერება და მომავალი“. წიგნში ასევე აღნიშნა ისეთი მეცნიერული სფეროები როგორიცაა “ევგენიკა

brave_new_world

პირველი გამოცემის ყდა (1932)

და “ექტოგენეზისი” რომლებსაც შეუძლიათ ადამიანის გენების გაუმჯობესება. მეორე მსოფლიო ომამდე ევგენიკას იკვლედნენ მაგრამ ომის შემდეგ ის სუფთა “ნაცისტურ მეცნიერებად” ჩათვალეს. ლიტერატურულ სამყაროში აღსანიშნავია ოლდოს ჰაქსლის [ცნობილი ევგენიკის “ჯულიან ჰაქსლის” ძმა]  “საოცარი ახალი სამყარო“. მოქმედება შორეულ მომავალში, ქალაქ ლონდონში ხდება. მთელი დედამიწის მოსახლეობა ერთიან დისტოპიურ საზოგადოებაში ცხოვრობს სადაც გენეტიკური მანიპულაციით საზოგადოებას მენტალურ და ფიზიკური საშუალებებით ყოფენ.

ასევე აღსანიშნავია 1983 წელს დაწერილი “ტრანსჰუმანისტური მანიფესტი”.

ტრანსჰუმანიზმის აღზევება იწყება 80–იან წლებში კიბერპანკთან ერთად, მაგრამ მხოლოდ 1998 წელს, ფილოსოფოსებმა “ნიკ ბოსტრომმა” და “დევიდ

ტრანსჰუმანიზმილოგო

humanity+ ლოგო

პირსმა” დაარსეს არაკომერციული ორგანიზაცია “მსოფლიო ტრანსჰუმანისტთა ასოციაცია” ან კიდევ ცნობილი როგორც “Humanity+” და პირველ “ტრანსჰუმანისტურ დეკლარაციაზე” მოაწერეს ხელი.

ტრანსჰუმანიზმი მთლად არ არის დამოკიდებული  ეკონომიკური სისტემის ტიპზე, აქ უფრო დიდი საკითხია თუ რას მოუტანს ტექნოლოგია პიროვნებას, დღესდღეობით საშუალო ფენის წარმომადგენელი განვითარებული ქვეყნიდან უფრო “უკეთესად” ცხოვრობს ვიდრე ნებისმიერი მეფე ხუთასი წლის წინ, მეფეს შეიძლება მთელი ორკესტრა ჰქონოდა მაგრამ შენ გაქ აუდიო ფლეიერი რომელიც ნებისმიერ დროს მსოფლიოს საუკეთესო მუსიკას შეგიძლია მოუსმინო, როცა მეფეს პნეუნომია სჭირდა ის კვდებოდა მაგრამ შენ შეგიძლია ანტიბიოტიკი იყიდო. მეფეს ათობით ცხენი ჰქავდა მაგრამ შენ 1 მანქანა გყავს რომელიც უფრო სწრაფი და კომფორტულია. შენ უფრო თავისუფალი წვდომა გაქ ინფორმაციასთან, უფრო მეტი იცი სამყაროზე, შეგიძლია ნებისმიერ წუთას დაურეკო ახლობელს რომელიც მსოფლიოს მეორე მხარეს იმყოფება, შენ უფრო განვითარებული ხარ ვიდრე ნებისმიერი შუასაუკუნოვანი მონარქი.

ტექნოლოგიის დადებითი მხარე არის ის რომ დროთა განმავლობაში იაფდება და ღარიბისთვის ხელმისაწვდომი ხდება, ადრე მობილური კავშირი მხოლოდ ელიტისთვის იყო ხელმისაწვდომი, ახლა აფრიკის ღარიბ რეგიონებში აქვთ მსოფლიო ქსელთან კავშირი. ამიტომ ტექნოლოგიას ბევრი დადებითი ასპექტი აქვს მაგრამ მაინც შეიძლება საზოგადოებრივი უთანასწორობა გამოიწვიოს. მაგალითად, ავიღოთ რამე ინტელექტის გამაძლიერებელი იმპლანტანტი, პირველად რომ გამოვა მსოფლიო ბაზარზე შეიძლება ისეთი ძვირი იყოს რომ მხოლოდ მდიდრებს შეეძლოთ მისი შეძენა რაც იმას გამოიწვევს რომ ელიტის წარმომადგენლებს უფრო მაღალი ინტელექტი და ზეგავლენა ექნებათ , იგივე მოხდება თუ ისეთი ტექნოლოგია გვექნება რომ ბავშვის გენეტიკური შეცდომების გასწორება [ევგენიკა] შესაძლებელი გახდეს, ეს ძალიან სახიფათოა ყველაზე ღარიბი ფენისთვის რადგან მათ არ აქვთ ეს სტიმულატორები და დროთა განმავლობაში “დაბალ რასად” ჩათვლიან.

ტრანსჰუმანისტები ბიოტექნოლოგიაზეც საუბრობენ. გენმოდიფიცირებული საკვების გაუმჯობესება შიმშილის აღმოფხვრაში დაეხმარება, მაგრამ გმო პროდუქტების მასობრივი წარმოება ბუნებრივი პროდუქტების მარკეტს გაანადგურებს რაც პატარა ფერმერებს შემოსავალს ჩაუკეტავს, საქმე იმაშია რომ გმო პროდუქტების მასობრივი წარმოება უფრო იაფია და ცუდ პირობებშიც უფრო სწრაფად იზრდება, წარმოიდგინეთ უკიდურესად ღარიბ სოფლის მოსახლეობას როგორ დაეხმარება.

საიდუმლო არარის რომ ტრანსჰუმანისტები ოცნებობენ უკვდავებაზე, ან ვის არ უნდა?. მათი აზრით ყველაფერი ინდივიდზეა დამოკიდებული, გინდა თუ არა სამუდამო ცხოვრება ან როგორ და როდის გინდა რომ დაასრულო ცხოვრება. დღესდღეობით მეცნიერები უკვე ეძებენ გზას რომ ადამიანს სიცოცხლე გაუხანგძლივონ მაგრამ უკვდავება ეს სხვა საკითხია. უკვდავების ელექსირი შეიძლება არ იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, ეს დედამიწის მოსახლეობის ზრდას გამოიწვეს და საბოლოოდ გადამეტდასახლებულობასაც. მხოლოდ ელიტისთვის, ყველაზე მნიშვნელოვან ხალხისთვის იქნება ეგ ხელმისაწვდომი.

ტრანსჰუმანიზმი არის ინტელექტუალური და კულტურული მოძრაობა რომელსაც სურს ტექნოლოგიების გამოყენებით სიკვდილი დაამარცხოს. როდესაც კაცობრიობა თვითონ ეძებს გამოსავალს თუ როგორ გადალახოს სირთულეები და შექმნას მიწიერი სამოთხე, ღმერთის არსებობას აზრი ეკარგება, ამიტომ ტრანსჰუმანისტები უმეტესად ათეისტები ან გნოსტიკები არიან მაგრამ არსებობს გამონაკლისიც.
“მორმონ ტრანსჰუმანისტთა ასოციაცია” [Mormon Transhumanist Association] არის ორგანიზაცია რომელიც დაარსდა 2006 წელს. მათ სურთ ტექნოლოგიის და რელიგიის

31cfd11e2d7d2f505f31e3f570529916

ეთიკური გამოყენება რომ ადამიანმა თავისი სულიერი შესაძლებლობები გაზარდოს. მორმონიზმი არის ქრისტიანობის მორიგი განშტოება [რომელსაც ხშირად აკრიტიკებამ თავისი სპეციფიკის გამო] ხოლო ტრანსჰუმანიზმი არის მეცნიერული იდეოლოგია. ასოციაცია არ თვლის საკუთარ თავს რელიგიურ ორგანიზაციათ და საერთოდ თვლიან რომ მორმონიზმს და ტრანსჰუმანიზმს ბევრი საერთო აქვთ.

transhuman1

დღეს რა ტექნოლოგიაც გვაქვს ასი წლის წინ წარმოუდგენელი იქნებოდა, ხოლო ათასი წლის წინ ჯადოქრობად ჩათვლიდნენ. წინ კიდევ უამრავი აღმოჩენა გველოდება რაც კაცობრიობას საშუალებას მისცემს რომ საკუთარი არასრულყოფილება დაამარცხოს და უმაღლეს არსებათ გადააქციოს.

 

Advertisements

კიბერპანკი და რელიგია

ghost in the shell 2017

რა არის კიბერპანკი?

როდესაც ვიხსენებთ კიბერპანკს ან სამეცნიერო ფანტასტიკას, ჩვენ წარმოვიდგენთ ხოლმე მაღალტექნოლოგიურ ქალაქებს, კიბორგებს და შეიძლება ფრინავ მანქანებსაც მაგრამ რა როლი აქვს ეკლესიას ასეთ საზოგადოებაში? ან საერთოდ თუ არსებობს ზებუნებრივი რწმენა?..
რომ წარმოვიდგინოთ ყველაზე ტიპიური კიბერპანკ ქალაქი თავისი საზოგადოებით, ეგეთი ადვილი არ იქნება რელიგიური კულტების და ეკლესიების ჩასმა, კიბერპანკებს უყვართ თავისუფალი ცხოვრება და რა თქმა უნდა ტექნოლოგიაც.

ამ პოსტში მინდა ვისაუბრო ტექნოლოგიის გავლენაზე საზოგადოებაში და რელიგიურ რწმენებზე რომლებსაც მჭირდო კავშირი აქვთ ტექნოლოგიებთან.

phokusselect_10-960x618

თანამედროვე ეპოქაში სადაც ინტერნეტი ნებისმიერ ინფორმაციას სწრაფად და უფასოდ მოგაწვდის, ნებისმიერ პიროვნებას ნებისმიერ დროს დაუკავშირდები, გართობა ძალზედ მრავალფეროვანია და მედიცინა საოცარი სისწრაფით ვითარდება, იშვიათად დაფიქრდები ზებუნებრივ მფარველებზე რადგან სრულიად სხვა მსოფლხედველობა გენიჭება, მსოფლხედველობა სადაც ტექნოლოგიის ბატონობის ქვეშ ხარ. “სულიერად დაცემული” ზუსტად ასე შეიძლება ასეთი საზოგადოების აღწერა. ზებუნებრივი მფარველის მაგივრად გრძნობ ასობით კამერას რომელიც ყოველ შენს ნაბიჯს აფიქსირებს, პატარა კომპიუტერი შენს ჯიბეში რომელმაც ყველაფერი იცის თავის პატრონზე, ჩვენ ვწირავთ ჩვენს პირად ინფორმაციას იმისთვის რომ ტექნოლოგიამ ცხოვრება გაგვიადვილოს, უფრო დაგვაკავშიროს ერთმანეთთან და ეს ჩვენი პირადი ინფორმაცია ბიზნესში და სხვა სფეროებში ძალიან გამოსაყენებელია.

წინა საუკუნის სამოციან/სამოცდაათიან წლებში სამეცნიერო ფანტასტიკურ წიგნებში, ფილმებსა თუ კომიქსებში აღწერილი ჰქონდათ ოცდამეერთე საუკუნე როგორც “ტექნოლოგიური უტოპიის ხანად”, სადაც კომპიუტერი დილით გაღვიძებს, ყავას გიკეთებს, გაცმევს და ფართო ღიმილით ჩაჯდებოდი შენს მფრინავ ავტომობილში რომლითაც ჩაფრინდებოდი სამსახურში და ნაწარმოება რომ საინტერესო ყოფილიყო ყოველთვის აღწერდნენ “უცხოპლანეტური” არსებების შემოსევას რომლებსაც კაცობრიობის მოსპობა და დედამიწის რესურსების ათვისება სურდათ, ან კიდე ასტრონავტებისგან შემდგარი კოსმოსური რაკეტა რომელიღაც უცნობ პლანეტაზე ჩამოვარდება და მწვანე ბოროტ არსებებთან უწევთ ბრძოლა

41ebdf240249136053abcaafb2d5d1bc

დაახლოებით მასე აღწერდნენ მომავალ საზოგადოებას, ბედნიერი და ძლიერი, მაგრამ როგორ წარმოიდგენდნენ ისეთ მომავალს სადაც კაცობრიობის მტერი უცხოპლანეტელები კიარა საკუთარი თავია?  ზუსტად ჩამოყალიბებული არ ჰქონდათ თუ კაცობრიობის ეგოისტური ბუნება მაღალ ტექნოლოგიებს რისთვის გამოიყენებდა. ისეთ მსოფლიოში სადაც ტექნოლოგიების დახმარებით კაცობრიობამ დედამიწაზე სამოთხე შექმნა ღმერთის არსებობას აზრი აღარ ექნება, მაგრამ რეალობა იმას გვასწავლის რომ უტოპია ეს მიუღწევადია.

rea

მაგრამ რა როლი აქვს რელიგიას ანტი უტოპიურ სამყაროში? საქმე იმაშია რომ რელიგია არ არის ფართოდ გავრცელებული თემა კიბერპანკ ლიტერატურაში და საერთოდ სხვა სფეროებში, მაგრამ მისი პოვნა შეიძლება, უ.გიბსონის “ნეირომანტში” გვხდება საუბარი “რასტაფარიზმზე” და ბევრი კიბერპანკი მიიჩნევს რომ ტექნოლოგიები”ბუდიზმში” ძალიან გამოსაყენებელია.

კიბერ ბუდიზმი

cyber-buddha

გერმანელმა ფილოსოფოსმა “გ. ჰეგელმა” თავის დროს ერთი ტევადი კონცეფცია შემოიტანა “დროის სულისკვეთება, აღსანიშნავია რომ ამ თემაზე ცნობილი კიბერპანკ მწერალმა “ბრიუს სტელრინგმა” თავის რომანში “Zeitgeist”ში [გერმანულად “დროის სულისკვეთება”] გვესაუბრა. ასე რომ შეგვიძლია ვთქვათ რომ კიბერ ბუდიზმი არის ბუდიზმი, დროის სულისკვეთებით გაჟღენთილი.

რატომ “კიბერ?”,ჯერ ეს ერთი კიბერ ბუდიზმი არის კიბერპანკი ოღონდ “პანკის” ნაცვლად მოდის ბუდიზმი და მეორე, ჩვენი საზოგადოება უფრო და უფრო შეიწოვება ტექნოლოგიებში. ერთერთი პირველი როლი რაშიც თამაშობს ტექნოლოგია არის ინფორმაციული და კიბერნეტიკული. კიბერსამყარო უფრო და უფრო მეტ კონკურენციას უწევს ჩვენს ჩვეულებრივ, მაგრამ ბუდიზმის მიხედვით ილუზორულ რეალობას. ინტერნეტი თითქმის ყოველი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. გამორიცხული არ არის რომ ჩვენ დღეს ახალი ტექნოლოგიური რევოლუციიის ბარიერზე ვდგავართ, და გამორიცხული არ არის რომ სასწორზე სადაც იმყოფება კიბერსამყარო, გადაწონის რეალურ სამყაროს. ზუსტად ეს ხდება წიგნში “Buddha 2.0 — დიალოგი ხელოვნურ ინტელექტთან — ვირტუალურ კიბერ ბუდასთან, მან რეინკარნაცია განიცადა მსოფლიო ქსელში, არც ისე შორეულ მომავალში სადაც ხალხის გონება გადაიტანეს კომპიუტერებში, ერთიან ვირტუალურ სამყაროში, ვირტუალური “სანსარი”.

კიბერ ბუდიზმი როგორც იდეა ძალიან ახალგაზრდაა,რელიგია არც არის, ეს არის “კულტურული ფენა”,რომელიც აქცენტს აკეთებს თუ როგორ ბუდიზმი აღწევს თანამედროვეობაში.
წიგნი “buddha 2.0” შეგიძლიათ უფასოდ გადმოწეროთ ოფიციალურ საიტზე.

Cyber Buddhism / VK Page / Bandcamp

ტექნოპაგანიზმი

wicaa

ყოველი ჩვენგანი შინაგანად გრძნობს სულიერებას. ზოგიერთს აიძულებენ რწმენის სისტემაში შესვლას, რომელიც საშუალებას გვაძლევს რომ გავურიგდეთ ჩვენს სულიერებას. მაგრამ ხელს უშლის ჩვენს გამოხატულებას, როგორც ნამდვილ ადამიანებს. ქრისტიანობას კონსერვატიული ხედვები აქვს, ხოლო ათეიზმი გვაშორებს ჩვენი სულიერების საჭიროებას.

ბევრმა იპოვა “ვიკკა”, ბუნების ქალღმერთი რომლის რწმენა ძველი ევროპული რელიგიებიდან მოდის. ვიკკა აღიარებს იმას თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი, იყო საზოგადოების ნაწილი, იყო ქალი თუ კაცი. ვიკკა გამოთქვამს რამოდენიმე დოგმატურ პრეტენზიებს, ეს უდაწნეო რელიგიაა.
მაგრამ ბევრ ჩვენგანში არის ძლიერი სულიერება რომელსაც ვეღარ ვმალაბთ. ის არის ახალი, როგორც კომპიუტერი მაგრამ ძალა რომელიც მის უკან დგას არის ძველი როგორც თვით კაცობრიობა. ჩვენ როგორც ადამიანები ვართ ხელოსნები, მაგია ყოველთვის იყო ასოცირებული ცულების,ხმლების, თასების კეთებასთან.
მაგრამ ახალი ტექნომაგია სხვა რამაა. ის აღარ არის მარტივი, მაგალითად ძველ დროს სოფლის მეურნეობაში ან ბრძოლაში რომ გვემსახურებოდა. ის დღეს უფლებას გვაძლევს რომ თვით ბუნება შევისწავლოთ, თვით ქალღმერთიც რომლისგანაც წამოვედით. ის გახდა “მეტამაგია”.
ის ძლიერია, განსაკუთრებით პროგრამისტები, მეცნიერები და სილიკონის არქიტექტორები გრძნობენ მას, ტექნოლოგიას თავისი სული აქვს. როგორც ქალღმერთის მიერ შექმნილ ნებისმიერ არსებას. ეს ის სულიერი ძალაა რომელიც ჩვენ [ტექნოპაგანისტები] უნდა შევიგრძნოთ და გამოვხატოთ.გასაკვირი არ არის, რომ ჩვენ ვეძებთ მეთოდებს რომ ტექნოლოგია დავუახლოვოთ ჩვენს თაყვანისცემას.
ჩვენი დავალებაა, რომ დავაბალანსოდ ჩვენი სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიები ბუნების ძალებთან. ჩვენ ეს უნდა შევძლოთ და არანაირი ზიანი არ მივაყენოთ. ბევრ ჩვენგანს უკვე აქვს ჩვენი ცერემონიები… რეივ კლუბები, კომპიუტერული ტექნიკა. მაგრამ ჩვენ შემდგომი ბალანსი უნდა მოვძებნოთ ქალღმერთთან…