რა არის Cyberpunk?

14 - d3KJoQD

პორტის ზემოთ ცა ტელევიზორის ფერი იყო, რომელიც მკვდარ არხზე იყო გადართული

– უილიამ გიბსონი

wnkfvovh

კიბერპანკი (Cyberpunk) არის სამეცნიერო ფანტასტიკის ერთერთი სუბჟანრი რომელიც ჩამოყალიბდა წინა საუკუნის ოთხმოციანი წლების დასაწყისში, ჟანრი არის ორიენტირებული მომავლის საზოგადოებაზე, ანტი–უტოპიურ მსოფლიო სადაც დაწინაურებული ტექნოლოგიები როგორიცაა ინფორმაციული ტექნოლოგია და კიბერნეტიკა გაერთიანებულია დაცემულ ადამიანურ საზოგადოებასთან (დაბალი დონის ცხოვრება და კრიმინალი).

ნაწარმოებები ხშირად მოგვითხრობენ კონფლიკტებზე, ჰაკერებსა, ხელოვნურ ინტელექტსა და მეგაკორპორაციებს შორის და მოქმედებები უმეტესად დედამიწაზე ხდება ვიდრე ვთქვათ სხვა პლანეტებზე. კიბერპანკ მსოფლიო როგორც წესით ითვლება პოსტ–ინდუსტრიალურ დისტოპიათ. და ლიტერატურულ ნაწარმოებებში ხშირად დეტეკტივსაც ურევენ.

ადამიანის თავისუფალი გონება რომელიც მომავალს ქმნის, ახალ დროს მივყავართ, კიბერ დროში. ელექტრობის და ტელეფონის გამოგონებამ და შემდგომ ხმის და გამოსახულების ტრანსლაციამ ადამიანის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

ყოველ ახალ გამოგონებაზე, მსოფლიოში, ახალი დროის ბავშვი იზრდებოდა. ადამიანებმა მილიონობით ახალი შესაძლებლობები დაინახეს. კომპიუტერი ადამიანური ცივილიზაციის უდიდესი გამოგონება გახლავთ, ელექტრობის აღმოჩენის შემდეგ. ეს ახალი გამოგონება ყოველდღიური ცხოვრების ყველაზე გამოყენებადი გახდა, ამ ახალმა გამოგონებამ ახალ განზომილებაში გაგვიღო კარი, კიბერსამყარო ან კიდევ ცნობილი როგორც “ვირტუალური რეალობა”. კომპიუტერულ–სინთეზირებული სამყარო ახალი გამოგონება იყო რომელსაც უფრო და უფრო მეტი მსხვერპლი მიჰყავდა… და ამ მოვლენების შემდგომ, მსოფლიო იგივედ ვეღარასოდეს დარჩებოდა.

ახალმა დრომ უფრო მეტი ზიზღი და ძალადობა მოუტანა ადამიანის სულს, მეტი ტკივილი და წამება.. და დანაშაულები ახალ სამყაროში გადავიდნენ, 1 და 0 ციფრების სამყაროში.. მონაცემების სამყაროში ახალი თემები ჩნდებოდა. ჰაკერები, FreeJacks–ები და Phreakers–ები მსოფლიოს ახალი მმართველები გახდნენ. იმათმა ქაოსი შემოიტანეს ახალ გამოგონებაში, მაგრამ ხალხში ცოდნაც შემოიტანეს. კიბერპანკები – კიბერ დროის ახალ შობილები, გახდნენ ახალი მსოფლიოს კულტურათ. თავისუფლად მოაზროვნე ხალხის პატარა თემი ზრდა დაიწყო და უფრო მეტი ხალხის მიზიდვა ერთი მიზეზის გამო – ინფორმაცია ეს ძალაა! გაანთავისუფლე ინფორმაცია!..ამ ახალი საზოგადოების წევრმა ახალ მსოფლიოს “კიბერსივრცე” უწოდა, ეს კიბერსივრცე, კიბერპანკების და მთელი კიბერ “ანდერგრაუნდის” თავშესაფარი გახლდათ. ჰაკერებმა, phreaker-ებმა და დანარჩენმა კიბერპანკებმა ამ ახალი მსოფლიოს მართვა დაიწყეს, ისე როგორც სურთ – არა კანონები! არა წესები!.

იმათმა წამოიწყეს ახალი არსების შექმნა

ახალი განზომილების შექმნა, კიბერსივრცის შექმნას

— Mad Maniac 1996

ჩამოყალიბება

patrec2

უილიამ გიბსონი

ჟანრის ერთერთ უმთავრეს ლიტერატურულ პიონერათ ამერიკელი მწერალი “უილიამ გიბსონი” ითვლება, მისი პირველი მოკლე ნაწარმოება “ვარდის ჰოლოგრამული ფრაგმენტები” 1977 წელს გამოსცა, შემდგომ 1981 წელს კიდევ ერთი მოკლე ისტორია სახელად “ჯონი მნემონიკი” გამოსცა (წიგნის მიხედვით 1995 წელს ფილმი გადაიღეს) და 1982 წელს “აალებული ქრომი“.  მაგრამ დიდი წარმატება მას 1984 წლის ნოველმა “ნეირომანტმა” მოუტანა, წიგნმა იმავე წლის “Nebula Awards”, “Philip K. Dick Award”, და Hugo Award–ზე გაიმარჯვა როგორც წლის საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკურმა რომანმა.

neuromancer_book

ნეირომანტი

გიბსონთან ერთად სხვა მწერლებმაც დიდი წვრილი შეიტანს კიბერპანკ ლიტერატურაში როგორებიც არიან “ბრიუს სტერლინგი” “ფათ კადიგანი” “რუდი რაკერი” “ჯონ შირლი” და “ლიუის შაინერი“,

800px-blade_runner_xlg

Blade Runner

Blade Runner (სამართებელზე მორბენალი) 1982 წლის ფილმი, რომლის რეჟისორია რიდლი სკოტი და მთავარ როლს ჰარისონ ფორდი ასრულებს. ფილმი ეფუძნება მწერალ “ფილიპ დიკის” რომანს “ოცნებობენ თუ არა ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?“. სამართებელზე მორბენალი ერთერთ საუკეთესო კიბერპანკ ფილმათ ითვლება და წიგნი რომელიც ჯერ კიდევ 1968 წელს იყო დაწერილი, კიბერპანკ ნაწარმოების სიაშია შეტანილი. 2017 წლის ოქტომბერს Blade Runner–ის მეორე ნაწილი გამოდის

ფუტურისტული ლოს–ანჯელესი ფილმიდან Blade Runner

სახელწოდების განმარტება

სიტყვა “Cyberpunk” პირველად “ბრიუს ბეთკის” მოკლე მოთხრობაში გამოჩნდა, იგივე სახელწოდებით. გამოცემულა “AMAZING”–ის (სამეცნიერო ფანტასტიკური ჟურნალი) 57–ე ტომში, 1983 წლის ნოემბერში. უილიამ გიბსონს არ გამოუგონებია ტერმინი კიბერპანკი,მაგრამ მან გამოიგონა “კიბერსივრცე” და კიბერპანკი როგორც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრი. ტერმინი “კიბერპანკი” ორი სიტყვისგან შედგება:
“კიბერ” (Cyber – Cybernetics) – მეცნიერება, რომელიც სწავლობს მანქანებისა და ცოცხალი ორგანიზმების მიერ ინფორმაციის მიღებას, შენახვასა და გადაცემას, აგრეთვე ამ ინფორმაციის გამოყენებას მართვისათვის.

“პანკი” (Punk) – არის ანარქისტი და ახალგაზრდული მოძრაობა რომელიც მსოფლიოს 70–იან და ადრინდელ 80–იან წლებში ატერორებდა, უწესრიგობა გამოიწვია პანკ როკ ჯგუფებმა, მათ შორის რა თქმა უნდა “Sex Pistols”–მაც. ტერმინი თვითონ ორიგინალურად “ნაგავს” ნიშნავს, პანკი თვითონ არის პრობლემის შემქმნელი და ანტისაზოგადოებრივი. ლიტერატურულ თერმინში და საზოგადოებრივ მოძრაობებში სიტყვა “პანკი” მიმართავს “კონტრკულტურას” და ერთგვარი “Street-Level Anarchy”, და არის უფრო ფოკუსირებული ქცევა და მსოფლმხედველობაზე ვიდრე მუსიკა და კრიმინალზე. კიბერპანკში “პანკი” ნიშნავს ანარქისტულს და ანტი–ავტორიტარული.

მოკლედ, სიტყვა “კიბერ” და “პანკი” ხაზს უსვამს ორ არსებით პერსპექტივას: ტექნოლოგია და ინდივიდუალიზმი.

სუბკულტურები

უამრავი სუბკულტურა იყო ინსპირირებულები კიბერპანკის მიერ, მათ შორის “კიბერდელიკური კონტრკულტურა“, ამ კულტურის ერთგული წარმომადგენლები საკუთარ თავებს “კიბერპანკებს” უწოდებენ და მცდელობა ჰქონდათ რომ “ფსიქედელური ხელოვნება და ნარკოტიკები” გაერთიანებულიყო “კიბერკულტურის ტექნოლოგიებთან”. ამ კულტურის ადრინდელი წარმომადგენლები არიან “ტიმოთი ლიარი“, “მარკ ფრიუნფელდერი” და “რ.უ. სირიუსი“.

Cybergoth (კიბერგოთი) – არის მოდის და ცეკვის სუბკულტურა რომელიც ასევე იყო ინსპირირებული კიბერპანკის მიერ.

cybergoth2

კიბერგოთები

კიბერპანკის სუბჟანრები

“ბიოპანკი” (Biopunk) – არის კიბერპანკის სუბჟანრი რომელიც უფრო არის ფოკუსირებული ბიოლოგიურ ტექნოლგიებში როგორებიცაა გენეტიკური მანიპულაცია. ხშირად ბიოპანკ მაგალითებად მოჰყავთ Gattaca და Dark Angel. ბიოპანკში იშვიათად მოიძენება კიბერსივრცის ან კიბერნეტიკის მიმართ თემები მაგრამ ძალიან ახლოს არის “მაღალი ტექნოლოგია დაბალი ცხოვრების” (High Tech Low Life) პერსპექტივასთან.

პოსტ–კიბერპანკი (Post-Cyberpunk) – არის თანამედროვე შეხედულებები 80–იანი წლების კიბერპანკ ვიზუალიზაციის მიმართ. პოსტ–კიბერპანკი არის უფრო ფოკუსირებული “ტრანსჰუმანიზმთან” (Transhumanism), კოსმოსურ მოგზაურობებთან და ისეთ ტექნოლოგიებთან რომლებიც 80–იან წლებში არ იყო წარმოდგენილი.

 Entertainment

ადრინდელ სამოცდაათიანი წლებიდან სამეცნიერო ფანტასტიკას უფრო კიბერნეტიკულ ან დისტოპიურ შინაარის მიძლევა დაუწყეს, Blade Runner–მა თავის დროს დიდი წარმატება მიაღწია მაგრამ ყველაზე წარმატებული 1999 წლის “მატრიცა” (The Matrix) აღმოჩნდა. ასევე კიბერპანკ თემატიკა ფართოდ ჩანს იაპონური ანიმაციის (ანიმე) სამყაროში, კარგი მაგალითია “Ghost in the Shell“–ის ტრილოგიები, ასევე 1988 წლის “Akira“, 2006 წლის “Ergo Proxy” და უამრავი სხვა. იაპონური კომიქსების (მანგების) ერთერთი საუკეთესოდ ითვლება “Blame!” (1998).

თამაშების ინდუსტრიაშიც ბევრი კიბერპანკი გვხვდება, მათ შორის ლეგენდარული “Deux Ex” “System Shock” “System Shock 2” და “Cyberpunk 2020”. მსოფლიოში ცნობილი თამაშის “The Witcher 3″–ის შემქმნელი კომპანია “CD Projekt RED”, გამოაცხადა ახალი თამაშის “Cyberpunk 2077“–ის შექმნაზე რომელიც 2017 წელს გამოვა, ასევე 1999 წლის საუკეთესო თამაშად გამოცხადებული “System Shock 2″–ის მესამე ნაწილი გამოდის, ოღონდ სულ ახალი კომპანია გეგმავს მის გამოშვებას “OtherSide Entertainment“.

Deux Es: Human Revolution

კიბერპანკ ფილმები:

1. Blade Runner (1982)
2. The Matrix (1999)
3. Strange Days (1995)
4. Johnny Mnemonic (1995)
5. Total Recall (1990)
6. The Lawnmower Man (1992)
7. New Rose Hotel
8. Avatar (2004)
9. Eden Log (2007)
10. TRON (2010)


კიბერპანკ ანიმაციები:

  1. Ghost in the Shell
  2. Armitage III
  3. Ergo Proxy
  4. Akira
  5. Genocyber
  6. Psycho-Pass
  7. Serial Experiments: Lain
  8. Appleseed (2004)
  9. Mardock Scramble: The First Compression
  10. NOiSE

კიბერპანკ მუსიკა?


ლინკები

რა არის OceanGrunge ?

a0447560498_10

თუ ჩემი წინა პოსტი გაქვთ წაკითხული, უფრო ნათელი წარმოდგენა გექნებათ თუ ამჯერად რას წარმოადგენს OceanGrunge-ი.

OceanGrunge–ი არის ელექტრონული მუსიკის ქვეჟანრი რომელიც 2014 წელს დაიბადა, ჟანრზე გავლენა იქონია ადრინდელმა Vaporwave–მა, ასევე Dark Ambient, Metal და Grunge მუსიკებმაც, მუსიკა პოპულარული მაშინ გახდა როდესაც ჟანრის ადრინდელმა პიონერებმა პირველი ალბომები გამოუშვეს, პიონერები როგორებიც არიან “§E▲ ▓F D▓G§” და “Poseidon in Chains”

მუსიკისთვის და საერთოდ OceanGrunge–თვის ძლიერი შთაგონება მოახდინა გერმანელი ფილოსოფოსის “ფრიდრიხ ნიცშეს” ნამუშევრებმა, ჟანრის მუსიკა თითქოს გადმოსცემს ნიჰილისტურ ფილოსოფიას, უღმერთობის, მარტოობის, უპერსპექტივობის, უიმედობის გრძნობას.

Oceangrunge–ი ეს არის Vaporwave–ის სუბჟანრი, უბრალოდ ჩამოყალიბების ადრინდელ სტადიაშია და შემსრულებლებიც ჯერ კიდევ ცოტანი არიან მაგრამ ყოველი მათგანი მნიშვნელოვანია. მაგრამ იმედი მაქ რომ ერთი რამე უცვლელი დარჩება, ეს უნიკალური ხმა რომელიც შინაგან განგაშს იწვევს, მარადიულ და შიშის მომგვრელ ზღვაში.

OceanGrunge კატალოგი

Bandcamp

Reddit

 

რა არის Vaporwave?

Vaporwave (ვეიფორვეივ) რა უცნაური სიტყვაა არაა? ამ სიტყვას ინგლისურ ლექსიკონშიც ვერ იპოვი, და ნეტა რას უნდა ნიშნავდეს?

tumblr_nv2cqhojpl1ufh7yno1_1280

Vaporwave ეს არის მუსიკალური ჟანრი რომელიც ორიათას ათ წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა, ფიზიკური ადგილი სადაც ეს ჟანრი ჩამოყალიბდა  უბრალოდ არ არსებობს, რადგან ჟანრის სახელწოდება პირველად ინტერნეტში გაჩნდა, ისეთ საიტებში როგორებიცაა Tumblr და Reddit–ი. Vaporwave მუსიკა ძალიან მრავალფეროვანია, ის არის ოთხმოციანი წლების პოპ,ჯაზ,ფანკ და ე.წ ლიფტის მუსიკის (Muzak)–ის შერევა, რაც სრულიად უნიკალურია, და კიდევ ისიც არის გასათვალისწინებელი რომ მუსიკის წერის დროს უამრავ აუდიო ეფექტებს იყენებენ, მუსიკა და ვოკალი უფრო ნეტ ტემპშია (შენელებული) და ხშირად Noise-ებს იყენებენ.

2011 წლის დეკემბერს, ამერიკელმა მუსიკოსმა “რამონა ქსავიერმა” თავისი მუსიკალური პროექტის სახელით “Macintosh Plush”, გამოუშვა ალბომი სახელად “Floral Shoppe“, ალბომი სუფთა ექსპერიმენტალური იყო იმ დროისთვის და უამრავი დადებითი და უარყოფითი გამოხმაურება მიიღო, ალბომი მაშინ მიიქცია უამრავი ყურადღება როდესაც მუსიკის პოპულარულმა კრიტიკოსმა “ანტონი ფანტანომ” ამ ალბომის მიმოხილვის ვიდეო ატვირთა თავის YouTube–ის არხზე, ვიდეოში მან უფრო უარყოფით მხარეზე ისაუბრა, რადგან ალბომის ყველა სიმღერა, ეს უბრალოდ არის სხვა სიმღერების “სემპლების” აღება, ეფექტების დადება და ერთი და იგივე მომენტების გამეორება..მაგრამ მან ასევე ბევრი ისაუბრა თვითონ Vaporwave–ზე, დაახასიათა და აღნიშნა რომ, არის ისეთი “პოსტ–ირონიული სურვილი რომ მოუსმინო და ისიამოვნო ასეთი ტიპის მუსიკა…რაც ჩემთვის საკმაოდ უცნაურია.” მაგრამ არის ერთი განსაკუთრებული თრექი ამ ალბომში, რომელმაც ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურა (და პოპულარული ინტერნეტ მემეც გახდა) თრექს ჰქვია “リサフランク420 / 現代のコンピュー”


ეს სიმღერა უბრალოდ არის Diana rose – It’s Your Move–ის რემიქსი, მაგრამ უამრავი მოწონება დაიმსახურა, მაგრამ ეს 2011–12 წლებია, როცა Vaporwave-ი ჯერ არ ითვლებოდა როგორც მუსიკალურ ჯანრად, უბრალოდ ხალხს ირონიული მოწონება აერთიანებდა ამ ჟანრთან.

Macintosh Plus–ის შემდეგ გამოჩნდა კიდევ ერთი საინტერესო არტისტი სახელად “Blank Banshee” 2012 წლის სექტემბერს მან ალბომი გამოუშვა სახელად “Blank Banshee 0” რომელიც Vaporwave-ის ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან ალბომს წარმოადგენს მაგრამ საერთოდ არ გავს თავის უფრო ძამს “Floral Shoppe”–ს.

a2328193370_10

Blank Banshee 0–ის ყდა

პრინციპში როგორც Vaporwave-ს, ამ ალბომსაც ახასიათებს შენელებული მელოდიები, უამრავი სემპლები და Ambient ხმები მაგრამ მოსმენისაც გაიგონებთ დრამების ხმას რომელიც ძალიან გავს Trap–ს.

რა არის aesthetics?

Vaporwave download

vaporwave საზოგადოებაში ყოფნისას ხშირად გაიგონებთ ამ სიტყვას “aesthetics” (ესთეტიკა), ზუსტად ამ სიტყვით უყვართ ყველაზე მეტად ჟანრის დახასიათება, Vaporwave–ი იმითია უნიკალური რომ სხვადასხვა მუსიკალური,კულტური თუ ტექნოლოგიურ სახეობებს იყენებს თავისი ესთეტიკური გრძნობების გასაზიარებლათ.უბრალოთ წარმოიდგინეთ,

ცხოვრობთ მომავლის დისტოპიურ და მაღალ ტექნოლოგიურ ქალაქში, საღამოა და ქუჩები ნეონური სინათლის არის განათებული, და მხოლოდ შენ, შენს პატარა ოთახში გაქვს Windows 95 ოპერატიული სისტემა დაყენებული და კოლექციაში გაქვს უამრავი ძველი VHS კასეტები

scene1_wall_framed_only-reflection-girl_750px

Vaporwave-ი ძალიან აქტიურად ვითარდება, ამ წლების განმავლობაში უამრავი ალბომი იყო გამოშვებული, მასთან ერთად კიდე შეიქმნა რამოდენიმე სუბ–ჟანრიც, როგორებიცაა: VaporTrapVapornoise, OceanGrunge და Cloud Rap.

მაგრამ რაც შეეხება ალბომების ხარისხს, ეს სულ სხვა თემაა, 12–13 წლებში უფრო მეტი ცუდი ალბომები იყო გამოშვებული ვიდრე კარგი, უნიჭო მუსიკოსებმა (უმეტესობა ბავშვები) ისარგებლეს ჟანრის ახალგაზრდობით და მისი სწრაფად მზარდი საზოგადოებით და უხარისხო ალბომებს უშვებდნენ, რამაც Vaporwave–ს დიდი ზიანი მოაყენა..

Dream Cotologue

f-i-15-10-dream-catalogue

შეიძლება იკითხოთ, ვინები არიან ჟანრის საუკეთესო არტისტები? და საუკეთესო Label–ი?

დღევანდელი დღისთვის ყველაზე ცნობილი და პოპულარული Label–ი არის ბრიტანული “Dream Cotologue“, ამ Label-ის კატალოგში საუკეთესო ალბომებს იპოვიათ რომლებიც საუკეთესო მაგალითებს იძლევიან თუ რა არის “Vaporwave” და მისი ვიზუალური ესთეტიკა.

a4099353330_10

ამ ალბომმა დიდი გავლენა იქონია Vaporwave-ზე არამხოლოდ როგორც ჟანრი, არამედ როგორც ხელოვნების სახეობა, ამ ალბომს ჰქვია “新しい日の誕生” (ახალი დღის დაბადება), Dream Cotologue-ის დამაარსებლის მიერ არის შექმნილი.

ალბომი 8 თრექისგან შედგება, ყოველი თავისი ხმებით,ეფექტებით და მელოდიებით არის უნიკალური, ალბომი უძლიერეს ემოციებს და გრძნობებს იწვევს, ელექტრონული თუ ფოლკლორული ინსტრუმენტების,ღამის ქალაქის და ბუნების ხმები ერთმანეთთან ჰარმონიულად ჯდება და მოგზაურობაში გიწვევს სიზმრების სამყაროში.


2014 წლის აგვისტოში, label-ში იყო გამოშვებული ალბომი სახელად “floral shoppe 2

floral-shoppe-2

რომელიც პირველი ალბომის Remake-ია, ოღონდ ამჯერად კიდევ უფრო შენელებული. ალბომმა დიდი შელაპარაკება გამოიწვია.

ლინკები:

Dream Cotologue Bandcamp

Vaporwave Subreddit

Vaporwave Aesthetics

Vaporwave Art