Hong Kong 97 – მსოფლიოში ყველაზე “საშინელი” თამაში

427ვიდეო თამაშების ინდუსტრია ძალიან საინტერესოა, ხოლო ყველაზე საინტერესო პერიოდი წინა საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლები იყო, როდესაც ინდუსტრია ძალიან სწრაფად ვითარდებოდა, თამაშების ძალიან ფართო არჩევანი იყო და თითქმის არანაირი აკრზალვა იყო. უცნაური, ექსპერიმენტალური თამაშების დიდი არჩევანი იყო, მაგრამ კატალოგი მანდ არ მთავრდებოდა, რათქმაუნდა თამაშების შავი მარკეტი არსებობდა და ამ შავი მარკეტის ყველაზე ბნელ კუნჭულში დაახლოებით 20 წელი იმალებოდა არალეგალური SNES ფლოპი-დისკი, სახელად Hong Kong 97.

Hong Kong 97, გამოვიდა 1995 წელს იაპონიაში, SNESის [Super Nintendo Entertainment System] არალეგალურ Floppy Diskის წამკითხველ მოწყობილობაზე, ამ მოწყობილობის მეშვეობით შეგეძლო გატეხილი/არალიცენზირებული SNES თამაშების გაშვება. სულ 30 ცალი თამაში გაიყიდა [დანარჩენი, თვით შემქნელმა გაანადგურა].  სიუჟეტი ვითარდება 1997 წელს, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა ჰონგ კონგი ჩინეთს გადასცა, რის შედეგაც ჩინეთიდან ჰონგ კონგში მასიური ემიგრაცია დაიწყო და რის გამოც ჰონგ კონგში კრიმინალმა კატასტროფულად მოიმატა, ამ პრობლემის “მოსაგვარებლად”, ჰონგ კონგის მთავრობამ დაიქირავა Bruce Leeს ნათესავი “Jackie Chan”, რომ 1.2 მილიარდი ჩინელი დაეხოცა [ჩინეთის მთლიანი მოსახლეობა] ან როგორც თამაში იუწყება, “1.2 მილიარდი წითელი ნაბიჭვარი”. ასევე, თამაშის Final Bossი არის იმდროინდელი ჩინეთის პრეზიდენტი Deng Xiaoping.

თვით თამაში, ასე ვთქვათ მოკლეა, ანუ  რაღაც დრო ჯარისკაცებს ებრძვი და ბოლოს Final Boss ჩნდება, მისი განადგურების შემდეგ თამაში თავიდან იწყება და ასე  უსასრულოდ გრძელდება. მთელი თამაშის განმავლობაში 1 სიმღერის რამოდენიმე წამიანი ლუპი ტრიალებს, სახელად “I Love Beijing Tiananmen” რომელიც საკმაოდ მოსაბეზრებელია…საკმაოდ არა, ძალიან მოსაბეზრებელია. როგორც დეველოპერმა თქვა, სახლში ჩინური სიმღერების ძველი კასეტა ჰქონდა და მაქედან ამოჭრა სიმღერის ნაწილი. მაგრამ ყველაზე დიდი შოკი ის არის რომ თამასში როცა მოწინააღმდეგეებს კლავ ან შენ გკლავენ, ნამდვილი გვამის ფოტო ჩნდება ეკრანზე და არავინ იცის თუ საიდანაა ეგ ფოტო, ფოტოს გვერდით მხოლოდ თარიღი წერია [როგორც ახასიათებთ კასეტის ჩამწერ ვიდეო კამერებს], თუ სუსტი ნერვების პატრონი ხარ, ამის ნახვას არ გირჩევ. ფოტო შეგიძლია აი აქ ნახო. სხვადასხვა ვარაუდები არსებობდა თუ ვისი ფოტოცაა, ბოლოს თვით დეველოპერს ჰკითხეს მაგრამ მაგ შეკითხვას სულ უპასუხოდ ტოვებდა.


ეს თამაში როდის აღმოაჩინეს? როგორ გახდა ასეთი პოპულარული?

გსმენიათ იუთუბერზე James Rolfe? 10 წელზე მეტია რაც თავის იუთუბ არხზე “Angry Vide Game Nerd”, ვიდეოებს ტვირთავს “საშინელი” ვიდეო თამაშების შესახებ და 2015 წელს უამრავი მოთხოვნილებების შემდეგ ვიდეო გააკეთა Hong kong 97 ზე, დღესდღეობით ვიდეოს შვიდი მილიონი ნახვა აქვს და კიდევ იზრდება,  ამ ვიდეოს მერე სხვა იუთუბერებმა დაიწყეს გამოძიება და თამაშის დირექტორი იპოვეს, ამ პიროვნებას ჰქვია “Kowloon Kurosawa”, [ნამდვილი სახელი Yoshihisa Kurosawa]

8ff6a8f0-fbf5-11e7-b2f7-03450b80c791_1280x720_164401

Yoshihisa “Kowloon” Kurosawa

კუროსავა პროფესიით ჟურნალისტი, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში მოგზაურობს და საკუთარ მოგზაურობებზე ჟურნალს აქვეყნებს სახელად “Six Samana“, ჟურნალში ის უმეტესად აზიაში ცხოვრების ბნელ მხარეზე წერს.

2018 წელს, South China Morning Post ს პირველი ინტერვიუ მისცა, მან მოყვა რომ ეს თავიდანვე მისი გეგმა იყო, რომ საშინელი და საზიზღარი ანტიკომუნისტური თამაში შეექმნა. იმ პერიოდში თამაშების ინდუსტრიის ლიდერი იაპონური კომპანია Nintendo იყო, ლიცენზირების მიმართ ეგენი მკაცრები იყვნენ, ამიტომ მათ კონსოლებზე გამოსული თამაშები მაქსიმალურად Child Friendly იყო და თვით ორიგინალური თამაშები საკმაოდ ძვირი ღირდა, კუროსავას სურდა რომ ყველა ეს წესი დაერღვია, Hong Kong 1997 არამხოლოდ, არალიცენზირებული ანტიკომუნისტური გროტესკული თამაშია, არამედ იაპონიის ერთერთ უდიდეს ტაბუს არღვევს რაც არის “ნარკოტიკები”. თამასში jackie Chanი ნარკომანად გამოიყვანა და ჰეროინის ზემოქმედების ქვეშ უძლიერესი ხდება.

თვითონ 14 წლის ასაკიდან ვიდეო თამაშებს ჰქმნიდა მაგრამ იმ დონის ცოდნას არ ფლობდა რომ SNESზე რამე შეექმნა ამიტომ თავის მეგობარს დაუკავშირდა, გამოცდილ პროგრამისტს  და თამაშზე მუშაობის დაწყებიდან 2 დღის შემდეგ უკვე დასრულებული იყო.  მეგობრის სახელს შეგნებულად არ ასახელებს რადგან დიდ კომპანიაში პოზიცია უკავია.


ხოდა…საბოლოოდ გაირკვა თუ ვისი ფოტოცაა? ჰქონდა თუ არა თამაშს გაგრძელება?

maxresdefault

Ultra Healthy Video Game Nerd

პატარა იუთუბერი “Ultra Healthy Video Game Nerd”, რომელიც იაპონიაში 10 წელიწადზე მეტია ცხოვრობს და რეტრო თამაშებზე აკეთებს ვიდეოებს, ერთხელ იაპონურ Yahoo Auctionზე დაინახა რომ ვიღაცა “ორიგინალურ” თამაშს ყიდდა, ეს პირველი შემთხვევა იყო როდესაც Hong Kong 97 გაყიდვაში გამოჩნდა, ყიდვის შემდეგ მან არაერთი ვიდეო გააკეთა თამაშსზე რამაც პაპულარობა მოუტანა, ხოლო რამოდენიმე დღის წინ თვით Kowloon Kurosawaსთან შეხვედრის შემდეგ, თამაშის სრული დოკუმენტური ვიდეო მოამზადა რამაც 2 დღეში 100 ათასზე მეტი ნახვა დააგროვა.

2424087-f

ინტერვიუში მან დეტალურად მოყვა კუროსავასა და მის შემოქმედებაზე. მან ასევე ახსენა რომ ის და მისმა მეგობარმა [რომელმაც Hong Kongის შექმნაში დაეხმარა] ოფიციალური PS2 თამაში შექმნეს სახელად “Mini Skirt Police” და წესით შეიძლება ჩაითვალოს Hong Kong 97ის სულიერ გამგრძელებლად.

ხოლო რაც იმ ფოტოს ეხება, კუროსავას რომ ჰკითხა, მან უპასუხა რომ “თვითონაც არ იცის ეგ ვინ არის”, ეგ კადრი რომელიღაც ვიდეო კასეტიდან ამოჭრა რომელიც მაღაზიაში შეიძინა.

სად შეიძლება რომ ვითამაშო Hong Kong 97?

აი აქ, ბოტონო

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s