უცნობი იაპონური ჰორორ თამაშები #2

ბუნდოვანი ვიდეო თამაშები ყოველთვის საინტერესოა, მითუმეტეს თუ ძალიან სპეციფიური ტექნოლოგიებით არის შექმნილი, ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ რამოდენიმე ეგეთი თამაში. ყველა ერთი პიროვნების მიერ შექმნილი.

640px-KenjiEnoJI2

Kenji Eno, 2007

Kenji Eno დაიბადა ტოკიოში, 1970 წელს.  იყო მუსიკოსი და პროგრამისტი. ბავშვობიდანვე ვიდეო თამაშებით იყო გატაცებული. 90–იანებში მან ვიდეო თამაშების კომპანია სახელად “WARP” დაარსა და რამოდენიმე Survival Horror შედევრი შექმნა. Horror თამაშების გარდა ის ცნობილი იყო თავისი მუსიკალური თამაშებით, მათ შორის ყველაზე ცნობილი “Real Sound: Kaze no Regret”.

 


1. D 

36750-d_disc1of3-1497896827

PSOne ყდა

1997 წელი. ღამე, ლოს ანჯელესის ერთერთ საავადმყოფოში მასობრივი მკვლელობა მოხდა, მკვლელი კი თვით საავადმყოფოს დირექტორია, სახელად “რიტჩერ ჰარისი”. ის ამერიკის ერთერთი ყველაზე ცნობილი ექიმია. ჩუმი და მშვიდი ექიმი უცებ მკვლელად გადაიქცა. პოლიცია საავადმყოფოში ვერ შედის. მისმა ქალიშვილმა, ლაურამ ეს ამბავი რომ გაიგო, მაშინვე ლოს ანჯელესში ჩავიდა და საავადმყოფოში შეუშვებენ რომ მამამისის მოტივები გაიგოს . საბოლოოდ ის აღმოაჩენს მამამისის ბინძურ საიდუმლოს.

თამაშის დაწყებისას როდესაც საავადმყოფოში შედიხარ, შენს წინ პორტალი გაიხსნება და გადაინაცვლები შუა–საუკუნოვან სასახლეში, საიდანაც იწყება თამაში.

მთელი თამაშის განმავლობაში შენ აკონტროლებ ლაურა ჰარრისს, 3D გარემოში. თამაში შეიცავს სათავგადასავლო ელემენტებს, კარგათ და ლამაზად შექმნილ ჰორორ ატმოსფერულ გარემოში იკვლევ გზას.  თვით თამაშის მთლიანი გამოცემა 3 დისკისგან შედგებოდა, იმიტომ რომ მასიური 3D გრაფიკების და Cut Scene–ების რაოდენობის გამო 1 დისკზე არ თავსდებოდა რაც უჩვეულო იყო იმ დროისათვის.  ისე თამაშობ თითქოს ფილმში იმყოფები, მხოლოდ შეზღუდული პირადი ინვეტორი და შენახვის პუნქტებია ჩაშენებული. ასევე აღსანიშნავია რომ თამაში 2 საათის განმავლობაში თუ ვერ დაასრულე, აუტომატურად Game Over–ს გიწერს და თავიდან მოგიწევს დაწყება. მარტივი Puzzle–ებია, ანუ პირველ ჯერზე თამაშის დახურვა არ გაგიჭირდება. D არის კარგათ შექმნილი ინტერაქტიული ფილმი, ძალიან ნელი Gameplay, ბნელი გარემო და მუსიკა, ძალიან ინტენსიურ ატმოსფეროს ჰქმნის.

d1-11

თამაშის სიუჟეტი სავსეა ოკულტიზმით. ძალადობის და კანიბალიზმის ამსახველი გრაფიკული კადრებით. თამაშს დადებითად შეხვდნენ, ყველაზე მეტად დააფასეს თამაშის სიუჟეტი და FMV გრაფიკა. მილიონზე მეტი დისკი გაიყიდა და 3DO კონსოლზე ერთერთ საუკეთესო თამაშად აღიარეს. ასევე გამოვიდა PS1 და Sega Saturn–ზე.

ეს ტრილოგიის პირველი ნაწილია და ერთადერთი რომელიც Playstation–ზე გამოვიდა. PS1–ზე დაბეჭდილი თამაშების რაოდენობა არ ემთხვეოდა წინასწარ შეკვეთებს [100 ათასი წინასწარ შეკვეთები და 28 ათასი დაბეჭდილი თამაში], რის გამოც Kenji სონიზე ნაწყენი დარჩა და შემდგომი თამაშები მხოლოდ Sega–ს კონსოლებზე გამოუშვა. ისეთი ნაწყენი იყო, როცა სონის პრესკომფერენციაზე, შემდეგი თამაშის, Enemy Zero–ს თრეილერი აჩვენა, თრეილერის ბოლოში სონის ლოგო გაამუქა და სეგას ლოგო ჩასვა მის მაგივრად.

 

 


2. Enemy Zero 

4974365091323

იაპონური ყდა

ასევე ცნობილი როგორც E0

Enemy Zero ფრენჩაიზის მეორე ნაწილია, აქ ისევ, ვირტუალურ მსახიობ “ლაურა ლიუის” თამაშობ. წინა თამაშისგან განსხვავებით ეს უფრო ტრადიციული Survival Horror–ია, როგორც წინა თამაში, აქაც FMV სცენებია გამოყენებული და მთლიანი თამაში 4 დისკისგან შედგება.

წინა თამაშსთან არანაირი კავშირი არ აქვს, აქ მოქმედება კოსმოსურ შატლში ხდება, შენ კრიოგენური ძილის შემდეგ იღვიძებ მაგრამ ამნეზიის გამო არაფერი არ გახსოვს, შემდგომ აღმოაჩენ რომ შატლის მგზავრებისგან მხოლოდ გვამებიღა დარჩა. შენი დავალებაა რომ იპოვო გადარჩენილი მგზავრები. ამ თამაშში პირველად ვხედავთ კენჯის მეორე ვირტუალურ მსახიობს, “კიმბერლის” რომელიც შემდგომ D2–ში გამოჩნდება.

თამაში ცნობილია თავისი სირთულით, შენ გაქ ერთი ლაზერული იარაღი და ერთხელ გასროლის შემდეგ დრო სჭირდება რომ დაიტენოს, ისიც დავუმატოთ რომ მტრები უხილავები არიან, ამიტომ ლაურას ყურზე სპეციალური რადარი უყენია რომლითაც ამოუცნობი არსებების მოძრაობა ესმის და ზუსტად უნდა გამოთვალო თუ როდის უნდა ესროლო, თუ ადრე გაისვრი, უხილავი არსება რათქმაუნდა მოგკლავს და თამაშის თავიდან დაწყება მოგიწევს. მაგრამ კარგი ის არის რომ თამაშს Training Mode აქვს, ანუ შეგიძლია სროლაში ივარჯიშო. როგორც უკვე მიხვდით, თამაშის იდეა მთლიანად ფილმების ტრილოგიიდან “უცხო”დან აქვს ამოღებული.

Enemy Zero–ს დადებითად შეხვდნენ, ცალკე აღსანიშნავია საუნდტრეკი, რომელიც ინგლისელმა კომპოზიტორმა Michael Nyman–მა დაწერა. კენჯიმ ინტერვიუში მოყვა თუ როგორ გაიცნო მაიკლი და მოესაუბრა. კენჯი, მაიკლის კომპოზიციების დიდი მოყვარული იყო და როცა მან გაიგო რომ ის იაპონიაში ჩამოვიდა, თავის სახლში დაპატიჟა და შესთავაზა რომ თამაშის კომპოზიციაზე ემუშავა, მაიკლმა უარი განაცხადა მაგრამ კენჯი ძალიან ჯიუტი აღმოჩნდა, რის გამოც საუბარი 6 საათი გრძელდებოდა, ბოლოს მაიკლმა დაუყვირა “კარგი კარგი! გავაკეთებ, უბრალოდ დამანებე!”.

 


3. D2

d2_1024x1024

ფრენჩაიზის ბოლო ნაწილი. გამოვიდა Sega Dreamcast–ზე 1999 წელს იაპონიაში, და 2000 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში.

აქ როგორც ყოველთვის,  ვირტუალურ მსახიობ, ლაურას თამაშობ. თამაში იწყება თვითფრინავში, სადაც გაიცნობ თამაშის მეორე პერსონაჟს, “დევიდს”. შემდეგ, უცნაური კულტის წევრები თვითფრინავის პილოტებს მოკლავენ და ხალხს მძევლებად აიყვანენ და ამ დროს  უეცრად “მეტეორიტების წვიმა” დაიწყება და თვითფრინავს ჩამოაგდებს. ლაურა ძველ ხის სახლში გაიღვიძებს, წარმოდგენა არ აქვს რა მოხდა. ცოტახანში, მესამე პერსონაჟი, კიმბერლი შემოვა რომელიც ასევე იმ თვითფრინავში იჯდა.

შენ, კიმბერლი და დევიდი ერთად ცდილობთ თავი გადაირჩინოთ, კანადის მთიან რეგიონში. როგორც წინა თამასში, აქაც უცხოპლანეტური არსებებიც არსებობენ ბრძოლა გიწევს.

თავდაპირველად, თამაშის გამოშვება იგეგმებოდა Panasonic M2–ზე, თავიდან სულ სხვანაირი სიუჟეტი ჰქონდა და როგორც პირველი D, FMV თამაში უნდა ყოფილიყო. თამაშის 50 პროცენტი დასრულებული იყო როდესაც პანასონიკმა ოფიციალურად განაცხადა რომ კონსოლის გამოშვებას აღარ აპორებდნენ. კენჯიმ თამაშის კონცეპტი მიატოვა და ძველ მეგობარს Sega–ს დაუკავშირდა, სადაც სულ ახალი იდეებითა და სიუჟეტით,  გამოვიდა D2.

 

D იყო კენჯის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, ამით ის ცნობილი გახდა.

2008–2009 წლებში, კენჯიმ რამოდენიმე მუსიკალური თამაშები გამოუშვა iPhone და Wii–ზე.

Kenji Eno გარდაიცვალა 2013 წლის თებერვალს, 42 წლის ასაკში.

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s