უცნობი იაპონური ჰორორ თამაშები #1

სუყველას გილოცავთ ჰელოუინს!.

იაპონია ძალიან საინტერესო ქვეყანაა, ოთხმოციანი წლებიდან ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში დომინირებს,  90იან წლებიდან, ახალმა ტექნოლოგიებმა საშუალება მისცეს დეველოპერებს რომ უფრო მრავალფეროვანი თამაშები შეექმნათ, ამას ასევე დავუმატოთ კონსოლების მრავალფეროვნება რაც იმ დროს არსებობდა. ოთხმოცდაათიანებში ჰორორ თამაშების ბუმი იყო, Alone in the Dark და Resident Evil –მა მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა. მაგრამ ეს ჯერ არაფერია იმასთან შედარებით რაც კატალოგის ბნელ კუნჭულში იმალება, ძალიან სპეციფიური და საინტერესო შედევრები.


Iru! / ირუ!

coverfront ზუსტად ვერ თარგმნი ამის სახელს, შეგიძლია დაუძახო “ის!” ან “რაღაცა!” მაგრამ მე მირჩევნია ორიგინალური სახელით მივმართო. მოკლედ, ესეც მორიგი Survival Horror მცდელობაა, გამოვიდა 1998 წელს, PS1–ზე. არც ისე ცნობილი კომპანიისგან, სახელად “Takara”. შენ თამაშობ სკოლის მოსწავლეს, რომელიც სხვა სტუდენტებსა და მასწავლებელთან ერთად ღამე მუშაობ სკოლის ფესტივალისთვის, მაგრამ აღმოაჩენთ რომ სკოლა ჩაკეტილია და ვერსად ვერ წახვალთ  და მალევე პირველი მოსწავლის გვამს იპოვით.  შენი დავალებაა, დანარჩენები გადაარჩინო და სკოლიდან გააღწიოთ.

თამაში 1St Person სტილშია,  სიუჟეტი წინ გაგყავს სხვადასხვა პერსონაჟებთან საუბრისას, ასევე სხვადასხვა ნივთები ინვენტარში უნდა შეინახო, ეგენიც ძალიან აუცილებელია. თამაშს საკმაოდ ორიგინალური “სიკვდილის სცენები” აქვს.

თამაში მხოლოდ იაპონიაში გამოვიდა მაგრამ ინგლისური Patch  არსებობს.


Nanashi no Game / უსახელო თამაში

71xc6pn2i-l-_sx342_Nanashi no Game არის Survival Horror თამაში, გამოვიდა 2008 წელს, Nintendo DS–ზე. სიუჟეტი გვიყვება დაწყევლილ ვიდეო თამაშზე, ლეგენდის მიხედვით ვინც მას ითამაშებს და 1 კვირის განმავლობაში ვერ დაამთავრებს, ის კვდება. შენ თამაშობ სტუდენტს, რომელიც ამ თამაშს აღმოაჩენს და საბედისწეროთ, დაიწყებ მაგის თამაშს. შემდგომ აღმოაჩენ რომ შენ მეგობრებსაც მიუვიდათ ეს თამაში და სასტიკი ბედი ეწიათ.

თამაშს აქვს 2 რეჟიმი, პირველი არის 3D რეჟიმი, რომლითაც რეალურ სამყაროში მოძრაობ და იკვლევ გზას. ხოლო მეორე რეჟიმზე თვით დაწყევლილ თამაში იმყოფები.  ყველაზე საინტერესო ის არის რომ შენ თვით დეველოპერს თამაშობ და დაწყევლილი თამაშის რეჟიმი 8 Bit RPG სტილშია.

თამაშის სიუჟეტი ძალიან სტანდარტულია იაპონური ჰორორისთვის, ცნობილი ფილმები “The ring” და “Ju-on: The Grudge” იგივე სიუჟეტს და ატმოსფეროს გვთავაზობენ, სადაც საქმე გვაქ წყევლასთან რომელიც ტექნოლგიასთანაა დაკავშირებული.

თამაშს 2 გაგრძელება აქვს, 2009 წელს გამოსული Nanashi no Game: Me, ეგეც DS–ზე. და 2011 Nanashi no Appli, iOS და ანდროიდისთვის.

nanashi-no-game-the-rumor

nanashi_no_game_-_gameplay_-_exploration


Insmouse no Yakata / ინსმუთის სასახლე

x6tibufmy56sbjr0ehud_umv3sg0rjxkgyvlhikh-qqეს ერთადერთი Survival Horror თამაშია რაც Virtual Boy–ზე გამოსულა. Virtual Boy, კომპანია Nintendo–ს ყველაზე წარუმატებელი “ჰიბრიდული კონსოლი” იყო. ასე ვთქვათ, პირველი მცდელობა იყო რომ 3D კონსოლი შეექმნათ მაგრამ უფრო თავის ტკივილებს უქმნიდა მომხმარებელს ვიდრე სიამოვნება.

მოკლედ!, ინსმუთის სასახლე, იყო ინსპირირებული ამერიკელი მწერლის, “ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტის” ნაწარმოება “ჩრდილი ინსმუთის” მიერ. ოღონდ აქ უნდა გავითვალისწინოთ რომ იდეა აიღეს იაპონური ფილმიდან რომელიც ნაწარმოების მიხედვით იყო გადაღებული, სახელად “Innsmouth Wo Oou Kage”. ნაწარმოებაში შენ მოგზაურობ იზოლირებულ და ძალიან უცნაურ საპორტო ქალაქში სახელიდ ინსმუთი, იქაური ხალხი უცნაური კულტის მიმდევრები არიან. ინსმუთის სასახლეში შენ იმყოფები “სასახლეში” [გასაკვირი არ არის] სადაც ადამიანისა და თევზის ჰიბრიდი არსებები მოგსდევენ.

giphy2

innsmouth20no20yakata-2


Saishuu Densha / ბოლო მატარებელი

400full-the-last-train-(saishuu-densha)-cover

ასევე ცნობილი როგორც The Last Train (Saishuu Densha). ეს თამაში ნამდვილი იშვიათობაა. მთავარი პერსონაჟი გვიან ღამე, მეტროში ბოლო მატარებლის გაჩერებას დაესწრება, და მანდ ქალს გაიცნობს. შემდგომ მიხვდებიან რომ მატარებელი არ ჩერდება და ყველაფერი ჩაკეტილია, მათ შეძლეს შემდეგ ვაგონში გადასვლა და იატაკზე უცნაურ სითხეს იპოვიან. მერე აღმოაჩენენ რომ ეს სითხე უცნაური არსებების ფორმას იღებს და აგრესიულადაა განწყობილი, წინა ვაგონში დაბრუნდებიან და უკვე გადარჩენაზე ფიქრობენ.

თამაში არის Sound Novel, ნაწარმოებაა სავსე აუდიო დიალოგებით და გადაწყვეტილების მიღების დროს რამოდენიმე ვარიანტს გაძლევს ეკრანზე და შენ ერთერთს ირჩევ, თითო გადაწყვეტილება დასასრულზე გავლენას ახდენს.

ss4

ss8

s-l1600

 

უფრო მეტი? რეტროპანკ რუბრიკა

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s