Silent Hill – უკვდავი შედევრი

Silent_Hill_Heroes

მოკლედ….დიდი ხანი ვფიქრობდი შემდეგი სტატია რაზე დამეწერა, რამოდენიმე იდეა მქონდა მაგრამ შემდგომ ეგ იდეები მოვიშორე იმიტომ რომ ერთი და იგივე თემის დატრიალება ვფიქრობ მოსაწყენი იქნებოდა, ხოდა ახლა გარეთ ოქტომბერია და ინტერნეტი halloween–ის თემატიკით გაივსო, მეც გადავწყვიტე რომ რამე მსგავსი დამეწერა.
ჰორორ ვიდეო თამაშების მოყვარულებს ალბათ გსმენიათ (რა თქმა უნდა, გსმენიათ) Silent hill–ზე? მისტიური და ნისლით დაფარულ ქალაქზე, რომელიც სულში გიყურებს და ყველაზე ღრმა და მტკივნეული მოგონებები შენს თვალწინ მატერიალურ სამყაროში ისახება,  Silent Hill საშინელებათა ხელოვნების ნიმუშად ითვლება, ოფიციალურად 8 თამაში გამოვიდა და რამოდენიმე მობილური Spin-offები, ასევე კომიქსები და ფილმები. პირველი 4 თამაში, გუნდმა სახელად “Team Silent”–მა შექმნა, ამას იმიტომ ვამბობ რომ პირველი 4 ითვლება საუკეთესო თამაშებად, დანარჩენი სხვადასხვა კომპანიებმა შექმნეს. შემდგომ ამ “სხვადასხვა” კომპანიებმა და წარუმატებელმა ფილმებმა Silent Hill–ი ცოცხლად დამარხა. Silent Hillი, კომპანია Konami–ს მიერ შექმნილი შედევრია მაგრამ 4ე თამაშის მერე Team Silent–ი დაშალეს და იაფასიან დასავლურ კომპანიებს დაავალეს მომავალი თამაშების შესაქმნელად, ბოლო თამაში 2012 წელს, ჩეხურმა კომპანიამ Vatra–მ გამოუშვა და ისეთი წარუმატებელი აღმოჩნდა, თვით კომპანია გამოშვებისას რამოდენიმე თვეში დაიხურა. 2014 წელს “Hideo Kojima” გეგმავდა თამაშის “გაცოცხლებას” და მშვენიერი დემო გვაჩუქა სახელად “P.T”, მაგრამ ეგ “გაურკვეველი მიზეზების გამო” გააუქმეს. Silent Hill დღემდე აქტუალური თემაა და მილიონობით ფანები დღემდე ოცნებობენ ახალ და რაც მთავარია ნამდვილ Silent Hill–ზე.

სიმართლე რომ გითხრათ, თავიდან მინდოდა Siren–ის ტრილოგიაზე დამეწერა, რადგან Silent Hill–თან მიახლოებულია, მაგრამ იმით განსხვავებული რომ ნაკლებად “მეინსტრიმულია”, თან მაგ ტრილოგიის შემქნელი, “Keiichiro Toyama”, პირველი SH თამაშის დიზაინერი იყო… მაგრამ გადავდებ.

მოკლედ, მოდი ახლა მივხედოთ საილენთ ჰილს.


f93f6f7dca541dcac1b15c4b3cf9593c

5929-silent-hill-playstation-front-cover

თამაშის ყდა

Silent Hill გამოვიდა 1999 წელს, Playstation–ზე.

თამაშის სიუჟეტი გამოგონილ ამერიკულ ქალაქ საილენთ ჰილში ვითარდება, სადაც თამაშის გმირი ჰარი მეისონი თავის ქალიშვილ შერილს დაეძებს. შერილის წარმომავლობის შესახებ სიმართლეს იგი მას შემდეგ შეიტყობს, რაც მას ფანატიკოსთა კულტ ორდერთან მოუწევს დაპირისპირება, რომელიც თავისი ღმერთის გაცოცხლებას შეეცდება. 

ჰარი მეისონი და მისი შვილობილი შერილი დასასვენებლად საილენთ ჰილში წავლენ. მოულოდნელად, მათ გზაზე გოგონა გადაეღობება. ჰარი მანქანას მოასრიალებს და ავარიაში მოყვება, გონს მოსული კი აღმოაჩენს, რომ შერილი გაუჩინარდა.

90–იანი წლები, Survival Horror–ის ოქროს ხანად ითვლება, Resident Evil–ი ამ ჟანრის ყველაზე პოპულარული მაგალითი იყო, და შემდგომ სხვა კომპანიებმა Resident Evil–ს ფორმულის გამოყენება დაიწყეს, მაგრამ Silent Hill–ი სულ სხვა ხილი იყო, თუ Resident Evil–ში პერსონაჟები ფიზიკურად და სულიერად ძლიერები არიან და იარაღების მრავალფეროვნებაა, Silent Hill–ში ყველაზე ჩვეულებრივ პიროვნებას თამაშობ და ამიტომ უფრო ადვილია საკუთარი თავის წარმოდგენა პერსონაჟის ადგილას.

სისტემის შეზღუდულობათა დასაფარავად შემქმნელებმა უხვად გამოიყენეს ნისლი და სიბნელე, რაც თამაშის ატმოსფეროზე დადეფითად იმოქმედა. Silent Hill-მა კრიტიკული და კომერციული წარმატება მოიპოვა. არსებობს Silent Hill-ის რამდენიმე ადაპტაცია, მათ შორისაა: 2001 წლის ვიზუალური ნოველა Silent Hill: Play Novel, 2006 წლის ფილმი საილენთ ჰილი და 2009 წლის Silent Hill: Shattered Memories, რომელიც თამაშის ერთგვარი რიმეიკია.


sh2_logo_01_rgb

220px-silent_hill_2

Silent Hill 2 გამოვიდა 2001 წელს. PS2, XboX და PC–ზე.

 სიუჟეტი აქაც გამოგონილ ამერიკულ ქალაქ საილენთ ჰილში ვითარდება, Silent Hill 2–ს, პირველ თამაშსთან არანაირი შეხება არ აქვს. მთავარი გმირი ჯეიმს სანდერლენდი თავისი გარდაცვლილი ცოლისგან (მერი) წერილს მიიღებს, რომელშიც წერია, რომ ის მას საილენთ ჰილში, მათ „განსაკუთრებულ ადგილას“ უცდის. ქალაქში ჯეიმსი მარიას შეხვდება, რომელიც გარეგნულად მეტად ჰგავს მერის და მასთან ერთად განაგრძობს ცოლის ძებნას. თავის მოგზაურობაში ის უნდა გაუძლოს იმ დაპირისპირებებს რაც ბოროტი ქალაქი უმზადებს და გაიგოს თუ რა დაემართა თავის ცოლს. 

წინა თამაშთან შედარებით მოთამაშეს აქ უფრო მეტი ჰუმანოიდი ურჩხული ხვდება, რომელთა გარეგნობა ჯეიმსის ქვეცნობიერის ანარეკლს წარმოადგენს. თამაშში რეალურ ისტორიულ ფაქტებზე, ფილმებსა და ლიტერატურულ ნაწარმოებებზე მინიშნებების პოვნაცაა შესაძლებელი.

ეს ყველაზე პოპულარული თამაშია ტრილოგიიდან.

807a84ee01d889caf6da64f4ceeaba1c66f6f788_hq

source


silent_hill_3

silent-hill-3 Silent Hill 3 გამოვიდა 2003 წელს, PS2 და Pc–ზე.

სიუჟეტი, პირველი Silent Hill-ის მოვლენებიდან ჩვიდმეტი წლის შემდეგ ვითარდება. Heather Mason სავაჭრო ცენტრში გაიღვიძებს. მას დეტექტივი დუგლას კარტლანდი მიუახლოვდება და ეტყვის, რომ მისი დაბადების შესახებ რაღაც ინფორმაციას ფლობს. Heather მას გაეცლება და საპირფარეშოში შევა, შემდგომ აღმოაჩენს, რომ ირგვლივ ურჩხულების გარდა არავინაა. იგი საილენთ ჰილის კულტის წევრს  კლაუდია ვულფს შეხვდება, რომელიც „სამოთხისა“ და Heather-ს მისიის შესახებ დაიწყებს ლაპარაკს.

Silent Hill 3-ის საუნდტრეკი, რომლის კომპოზიტორი აკირა იამაოკაა, იაპონიაში 2003 წლის 16 ივლისს, ჩრდილოეთ ამერიკაში კი 2003 წლის 6 აგვისტოს გამოვიდა. წინა თამაშების საუნდტრეკებისგან განსხვავებით, მასში სიმღერები ჭარბობს, რომელთა უმეტესობა მერი ელიზაბეთ მაკგლინის მიერაა შესრულებული.

Silent Hill 3 კრიტიკოსებმა ძირითადად დადებითად შეაფასეს. მათ მოეწონათ თამაშის გარემო, გრაფიკა, მუსიკა, გახმოვანება და ჰორორის ელემენტები

giphy

Heather Mason

valtielvalve


sh4_art_logo_01

51sqw5mh4pl-_sy445_

Silent Hill 4 გამოვიდა PS2, Xbox და Windows.

წინა თამაშებისგან განსხვავებით, Silent Hill 4-ის სიუჟეტი გამოგონილ ამერიკულ ქალაქ საუს ეშფილდში ვითარდება. თამაშის გმირია ჰენრი ტაუნშენდი, რომელიც ერთ დღეს აღმოაჩენს, რომ საკუთარ ბინაშია ჩაკეტილი. იქიდან თავის დასაღწევად იგი რამდენიმე ზებუნებრივ სამყაროში იმოგზაურებს და უკვდავ სერიულ მკვლელს დაუპირისპირდება.

როგორც უკვე ვიცით, თამაშების სიუჟეტი სულ Silent Hill–ში ხდება მაგრამ მეოთხე ნაწილი სულ სხვა ხილია, ხანდახან, ტრილოგიის “თეთრ ყვავს” უწოდებენ, კიდევაც.  ასევე ცნობილი როგორც “The Room” , სიუჟეტი სხვა ქალაქში, ან ასე ვთქვათ, კორპუსის ბინაში ხდება, მთავარი გმირი ჟურნალისტია, მას უნდა დაეწერა და უნდა დარჩენილიყო კვირით მაგ ქალაქში , ისე მოხდა რომ მთავარი გმირი ჩაიკეტება ბინაში იმის შემდეგ , როგორც კი მას დაესიზმრა ვიღაცის  სიკვდილი ამ ოთახში. სიზმარში ოთახი ჩაკეტილი იყო შიგნიდან ჯაჭვებით და დიდი ბოქლომებით , გმირს გაეღვიძა,  კარებთან  როგორც კი მივა გმირი გაიგებს რომ ოთახში ჩაიკეტა, ზუსტად ისევე როგორც სიზმარში ნახა ,მაგრამ არ იცის რატომ და ვინ. ოთახში შეიძლება იპოვო წერილები, ან კართან იყოს სტუმარი და დაინახო მეზობლები თუ როგორ ცხოვრობენ , მაგრამ ყველაზე საშინელება ის არის რომ რამდენიც არ უნდა იყვირო ან დააბრახუნო, თითქოს მოჩვენება, არ ესმით შენი და ვერც ხედავენ ვერაფერ უცნაურს. ცოტა ხანში, ტვალეტის კედელში  “ხვრელი” აღმოჩნდება , და ჰენრის ინტერესში შედის, ჰენრი შიგ შეძვრება და მიტოვებულ მეტროში ამოყოფს თავს. სრულიად ასე იწყება თამაში, მოგზაურობა მეტრო სადგურში, გროტესკულ არსებებთან ბრძოლა და მეგობრების გადარჩენა.

IGN-ის მიმომხილველმა დუგლას პერიმ თამაშის PS2-ისა და Xbox-ის ვერსიებს 8.0 დაუწერა. პერის თქმით, თამაში „არც ბრწყინვალეა და არც საშინელი“. იგი უკმაყოფილო დარჩა ბოსების არარსებობითა და გართულებული გამოცანებით. პერის აზრით, „თავად ოთახი კარგი მოფიქრებაა“, თუმცა მას არ მოეწონა ის, რომ მოთამაშეს გამუდმებით იქ უხდებოდა დაბრუნება. მან ასევე განაცხადა: „თუმცა ყოველი კლასიკური მიდგომა, რაც სერიებში ასე ნაცნობი და დიდებული გახდა, დაბრუნდა, ისინი ერთდროულად იქცა კლიშედ.

 

twineileengiphy1

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s