რეტროპანკი/RetroPunk #3

ვაგრძელებ ჩვენს რეტრო–ესთეტიკურ რუბრიკას


Snatcher/სნაიპერი

6532714

იაპონური ყდა

ცნობილი იაპონელი ვიდეო თამაშების პროდიუსერი “Hideo Kojima”ს ადრინდელი კიბერპანკ შედევრი. თამაშის სიუჟეტი გვიყვება დეტექტივზე სახელად “Gillian Seed”, მას დაავალეს რომ გამოიძიოს ბიოროიდების სპეციფიური ჯიში, ე.წ “სნაიპერები” რომლებიც ადამიანებს კლავენ და ცხოვრებაში მათ ადგილს იკავებენ. თამაშის პირველად გამოსვლისას, 1988 წელს, ძალიან დადებითად შეაფასეს კრიტიკოსებმა. მოგვიანებით Sega CD, Sega Saturn და Playstation პორტებიც გამოვიდა.

giphy

tumblr_ngrf6yelbf1r7sijxo1_500


Appleseed EX/ვაშლის თესლი

pa-67717-001

თამაში მანგაზეა დაფუძნებული. 22ე საუკუნეში, მესამე მსოფლიო ომის შემდეგ დედამიწის ნახევარი განადგურებულია. უძლიერეს ქვეყნებს, დიდ ბრიტანეთს, აშშ–ს და ჩინეთს უჭირთ ძალაუფლების შენარჩუნება და ამიტომ როლში შემოდიან მსოფლიო ორგანიზაციები, “Sacred Republic of Munma” და “Poseidon”.

მთავარი პერსონაჟები, “Deunan Knute და Briareos Hecatonchires, ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობენ, მაგრამ ყველაფერი შეიცვლება როდესაც მათ მსოფლიოს ყველაზე ძლიერ  ქალაქ–სახელმწიფოში, სახელად “Olympus”ში დაპატიჟებენ. თამაში გამოვიდა 2007 წელს,  მხოლოდ იაპონიაში, PlayStation 2–ზე.

appleseedex_title


Project Eden/პროექტი ედენი

ps2_project_eden-110214მომავალში, გადამეტდასახლებულობის გამო, მთელ მსოფლიოში მეგა–ქალაქებს აშენებენ, ისეთი მაღალი შენობებით რომ ერთმანეთთან ხიდებით აკავშირებენ. ამ მეგა ქალაქებში ყველაზე დაბალი ფენა დაბლა ცხოვრობს, სადაც მზის სინათლე სუფთა ჰაერი ვერ აღწევს. შენს ჯგუფს დაავალეს გამოიძიონ ქარხანა სადაც მუშები გააგზავნეს ტექნიკური პრობლემების მოსაგვარებლად მაგრამ უკვალოდ გაუჩინარდნენ.

თამაში გამოვიდა 2001 წელს, PC და PS2–ზე.

393264-project-eden-windows-screenshot-fps-mode-tends-to-make-combat

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s