ტრანსჰუმანიზმი: ახალი ხანა თუ ბოლო ჟამი

transhumanism

ტრანსჰუმანიზმი ძალიან საინტერესო ფილოსოფიური კონცეფცია და პოლიტიკური მოძრაბოაა. ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში რომ მეცნიერული და ტექნოლოგიური მიღწევები გამოყენებულიქნას ადამიანის ბიოლოგიის გასაუმჯობესებლად , ფიზიკური და მენტალური შესაძლებლობების დახვეწვა რომ ადამიანს აღარ ჰქონდეს ისეთი არასასურველი ასპექტები, როგორიცაა ტანჯვა, დააავადებები, დაბერება და საბოლოოდ სიკვდილიც.

სანამ იმაზე დავიწყებთ საუბარს თუ დეტალურად რას გვთავაზობს ტრანსჰუმანიზმი და რა არის მისი კარგი და ცუდი მხარე, ცოტათი ისტორიას გადავხედოთ.

ტრანსჰუმანიზმი როგორც ფილოსოფიური და მეცნიერული იდეა ჩამოყალიბდა წინა საუკუნის პირველ ნახევარში, მისი ფუნდამენტური იდეები ჩამოაყალიბა ბრიტანელმა გენეტიკოსმა ჯონ ბერდონ სარდენსონ ჰოლდეინმა, 1923 წელს თავის წიგნში “დედალუსი: ან, მეცნიერება და მომავალი“. წიგნში ასევე აღნიშნა ისეთი მეცნიერული სფეროები როგორიცაა “ევგენიკა

brave_new_world

პირველი გამოცემის ყდა (1932)

და “ექტოგენეზისი” რომლებსაც შეუძლიათ ადამიანის გენების გაუმჯობესება. მეორე მსოფლიო ომამდე ევგენიკას იკვლედნენ მაგრამ ომის შემდეგ ის სუფთა “ნაცისტურ მეცნიერებად” ჩათვალეს. ლიტერატურულ სამყაროში აღსანიშნავია ოლდოს ჰაქსლის [ცნობილი ევგენიკის “ჯულიან ჰაქსლის” ძმა]  “საოცარი ახალი სამყარო“. მოქმედება შორეულ მომავალში, ქალაქ ლონდონში ხდება. მთელი დედამიწის მოსახლეობა ერთიან დისტოპიურ საზოგადოებაში ცხოვრობს სადაც გენეტიკური მანიპულაციით საზოგადოებას მენტალურ და ფიზიკური საშუალებებით ყოფენ.

ასევე აღსანიშნავია 1983 წელს დაწერილი “ტრანსჰუმანისტური მანიფესტი”.

ტრანსჰუმანიზმის აღზევება იწყება 80–იან წლებში კიბერპანკთან ერთად, მაგრამ მხოლოდ 1998 წელს, ფილოსოფოსებმა “ნიკ ბოსტრომმა” და “დევიდ

ტრანსჰუმანიზმილოგო

humanity+ ლოგო

პირსმა” დაარსეს არაკომერციული ორგანიზაცია “მსოფლიო ტრანსჰუმანისტთა ასოციაცია” ან კიდევ ცნობილი როგორც “Humanity+” და პირველ “ტრანსჰუმანისტურ დეკლარაციაზე” მოაწერეს ხელი.

ტრანსჰუმანიზმი მთლად არ არის დამოკიდებული  ეკონომიკური სისტემის ტიპზე, აქ უფრო დიდი საკითხია თუ რას მოუტანს ტექნოლოგია პიროვნებას, დღესდღეობით საშუალო ფენის წარმომადგენელი განვითარებული ქვეყნიდან უფრო “უკეთესად” ცხოვრობს ვიდრე ნებისმიერი მეფე ხუთასი წლის წინ, მეფეს შეიძლება მთელი ორკესტრა ჰქონოდა მაგრამ შენ გაქ აუდიო ფლეიერი რომელიც ნებისმიერ დროს მსოფლიოს საუკეთესო მუსიკას შეგიძლია მოუსმინო, როცა მეფეს პნეუნომია სჭირდა ის კვდებოდა მაგრამ შენ შეგიძლია ანტიბიოტიკი იყიდო. მეფეს ათობით ცხენი ჰქავდა მაგრამ შენ 1 მანქანა გყავს რომელიც უფრო სწრაფი და კომფორტულია. შენ უფრო თავისუფალი წვდომა გაქ ინფორმაციასთან, უფრო მეტი იცი სამყაროზე, შეგიძლია ნებისმიერ წუთას დაურეკო ახლობელს რომელიც მსოფლიოს მეორე მხარეს იმყოფება, შენ უფრო განვითარებული ხარ ვიდრე ნებისმიერი შუასაუკუნოვანი მონარქი.

ტექნოლოგიის დადებითი მხარე არის ის რომ დროთა განმავლობაში იაფდება და ღარიბისთვის ხელმისაწვდომი ხდება, ადრე მობილური კავშირი მხოლოდ ელიტისთვის იყო ხელმისაწვდომი, ახლა აფრიკის ღარიბ რეგიონებში აქვთ მსოფლიო ქსელთან კავშირი. ამიტომ ტექნოლოგიას ბევრი დადებითი ასპექტი აქვს მაგრამ მაინც შეიძლება საზოგადოებრივი უთანასწორობა გამოიწვიოს. მაგალითად, ავიღოთ რამე ინტელექტის გამაძლიერებელი იმპლანტანტი, პირველად რომ გამოვა მსოფლიო ბაზარზე შეიძლება ისეთი ძვირი იყოს რომ მხოლოდ მდიდრებს შეეძლოთ მისი შეძენა რაც იმას გამოიწვევს რომ ელიტის წარმომადგენლებს უფრო მაღალი ინტელექტი და ზეგავლენა ექნებათ , იგივე მოხდება თუ ისეთი ტექნოლოგია გვექნება რომ ბავშვის გენეტიკური შეცდომების გასწორება [ევგენიკა] შესაძლებელი გახდეს, ეს ძალიან სახიფათოა ყველაზე ღარიბი ფენისთვის რადგან მათ არ აქვთ ეს სტიმულატორები და დროთა განმავლობაში “დაბალ რასად” ჩათვლიან.

ტრანსჰუმანისტები ბიოტექნოლოგიაზეც საუბრობენ. გენმოდიფიცირებული საკვების გაუმჯობესება შიმშილის აღმოფხვრაში დაეხმარება, მაგრამ გმო პროდუქტების მასობრივი წარმოება ბუნებრივი პროდუქტების მარკეტს გაანადგურებს რაც პატარა ფერმერებს შემოსავალს ჩაუკეტავს, საქმე იმაშია რომ გმო პროდუქტების მასობრივი წარმოება უფრო იაფია და ცუდ პირობებშიც უფრო სწრაფად იზრდება, წარმოიდგინეთ უკიდურესად ღარიბ სოფლის მოსახლეობას როგორ დაეხმარება.

საიდუმლო არარის რომ ტრანსჰუმანისტები ოცნებობენ უკვდავებაზე, ან ვის არ უნდა?. მათი აზრით ყველაფერი ინდივიდზეა დამოკიდებული, გინდა თუ არა სამუდამო ცხოვრება ან როგორ და როდის გინდა რომ დაასრულო ცხოვრება. დღესდღეობით მეცნიერები უკვე ეძებენ გზას რომ ადამიანს სიცოცხლე გაუხანგძლივონ მაგრამ უკვდავება ეს სხვა საკითხია. უკვდავების ელექსირი შეიძლება არ იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, ეს დედამიწის მოსახლეობის ზრდას გამოიწვეს და საბოლოოდ გადამეტდასახლებულობასაც. მხოლოდ ელიტისთვის, ყველაზე მნიშვნელოვან ხალხისთვის იქნება ეგ ხელმისაწვდომი.

ტრანსჰუმანიზმი არის ინტელექტუალური და კულტურული მოძრაობა რომელსაც სურს ტექნოლოგიების გამოყენებით სიკვდილი დაამარცხოს. როდესაც კაცობრიობა თვითონ ეძებს გამოსავალს თუ როგორ გადალახოს სირთულეები და შექმნას მიწიერი სამოთხე, ღმერთის არსებობას აზრი ეკარგება, ამიტომ ტრანსჰუმანისტები უმეტესად ათეისტები ან გნოსტიკები არიან მაგრამ არსებობს გამონაკლისიც.
“მორმონ ტრანსჰუმანისტთა ასოციაცია” [Mormon Transhumanist Association] არის ორგანიზაცია რომელიც დაარსდა 2006 წელს. მათ სურთ ტექნოლოგიის და რელიგიის

31cfd11e2d7d2f505f31e3f570529916

ეთიკური გამოყენება რომ ადამიანმა თავისი სულიერი შესაძლებლობები გაზარდოს. მორმონიზმი არის ქრისტიანობის მორიგი განშტოება [რომელსაც ხშირად აკრიტიკებამ თავისი სპეციფიკის გამო] ხოლო ტრანსჰუმანიზმი არის მეცნიერული იდეოლოგია. ასოციაცია არ თვლის საკუთარ თავს რელიგიურ ორგანიზაციათ და საერთოდ თვლიან რომ მორმონიზმს და ტრანსჰუმანიზმს ბევრი საერთო აქვთ.

transhuman1

დღეს რა ტექნოლოგიაც გვაქვს ასი წლის წინ წარმოუდგენელი იქნებოდა, ხოლო ათასი წლის წინ ჯადოქრობად ჩათვლიდნენ. წინ კიდევ უამრავი აღმოჩენა გველოდება რაც კაცობრიობას საშუალებას მისცემს რომ საკუთარი არასრულყოფილება დაამარცხოს და უმაღლეს არსებათ გადააქციოს.

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s