რეტროპანკი/RetroPunk #2

ვაგრძელებთ ჩვენს რეტრო–ესთეტიკურ რუბრიკას, თუ წინა პოსტი არ გაქვთ წაკითხული, გირჩევთ რომ მაქედან დაიწყოთ.

DreamWeb/სიზმრის ქსელი

hqdefault1

ეს საკმაოდ ბნელი თამაშია, შენ თამაშობ “Ryan”–ს, ყოფილი ბარმენი რომელსაც მოლანდებები სჭირს, მას ელანდება რაღაც მისტიური ადგილი სახელად “სიზმრის ქსელი” სადაც ბერები ცხოვრობენ, ამ ბერებმა ჩვენს გმირს დაავალეს შვიდი კაცის მოკვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიოს განადგურება დაემუქრება.

dreamweb-4

თამაში სავსეა ძალადობითა და სექსით, Ryan–ი ხშირად ეკითხება საკუთარ თავს, არის თუარა ეს სწორი? ჭკუიდან ხომ არ შევიშალე?..  შენ გწამს რომ სამყაროს გადარჩენას ცდილობ და ამისათვის სასტიკ მკვლელობებს ჩადიხარ.

dreamweb-6

თამაში 2 პლატფორმაზე გამოვიდა, Amiga-სა და DOS–ზე, ერთადერთი განსხვავება არის Soundtrack–ებში. DOS–ვერსია უფრო მდიდარია და რაღაც აუდიო დიალოგიც გააჩნია, თამაში აიკრძალა ავსტრალიაში.

თამაში მხოლოდ 6MB–ია ზომით.


Oni/ონი

151117-oni_usa-11

“ონი” იყო შექმნილი კომპანია “Bungie”–ს მიერ 2001 წელს, სხვათაშორის ეს ის კომპანიაა რომელმაც Halo–ს და Destiny–ის ტრილოგიები შექმნა. თამაში “მოჩვენება ჯავშანში”ს მიერ იყო ინსპირირებული…

მოქმედება 2032 წელს ხდება, დედამიწის უდიდესი ნაწილი დაბინძურებულია და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მოსაგვარებლად ქვეყნები ერთიან ტოტალიტარულ სახელმწიფოდ გაერთიანდნენ და პოლიციასა და ტექნოლოგიებს იყენებენ ოპოზიციის ჩასახშობათ. შენ თამაშობ “კანოკოს” რომელიც ანტი–კრიმინალურ დაჯგუფებაში მუშაობს მაგრამ თამაშის შემდგომ შენ კომპანიას და თვით მთავრობას აუჯანყდები რომ შენი წარსულის მოგონებები დაიბრუნო.

თამაში გამოვიდა PC–ზე, ხოლო Playstation 2–ის პორტი Rockstar–მა შექმნა. თამაშის გაგრძელება იგეგმებოდა, სახელად: Oni 2: Death & Taxes მაგრამ უცნობი მიზეზების გამო შეჩერდა.


LSD:Dream Emulator/ელესდი: სიზმრის ემულატორი

img60740007

არ შემეძლო ამაზე არ დამეწერა, ერთერთ ყველაზე უცნაურ PsOne თამაშზე. თვითონ თამაშის სახელიც უცნობია, LSD ყველას თავიდან ჰგონია რომ ეს ნარკოტიკებთანაა დაკავშირებული, ისიც რომ გავითვალისწინოთ რომ თამაშიც ფსიქედელურია, მაგრამ სხვადასხვა წყაროებში სხვადასხვა ნაირად წერია. ოფიციალურ საიტზე ეწერა “”Link Speed Dream””, სიზმრის ჟურნალში Lovely Sweet Dream”, SoundTrack–ის დისკზე “Lucy in the Sky with Dynamites” და ა.შ.

თამაში დაფუძნებულია “სიზმრის ჟურნალზე”. იაპონელი ხელოვანი “ჰიროკო ნიშიკავა” 10 წლის განმავლობაში წერდა თავის “სიზრმის დღიურს” შემდგომ “ოსამუ სატომ” აიღო ეს დღიური და მის მიხედვით შექმნა ეს თამაში. თვით თამასში შენ სიზმრებში მოგზაურობ, თითო სიზმარი 10 წუთი გრძელდება და ობიექტებთან შეხებისას სხვა სიზმრის სამყაროში გადადიხარ.

lsd-dream-emulator-11

“ოსამუ სატო” უმეტესწილად მუსიკოსი და მხატვარი, სიზმრის ემულატორამდე ჰქონდა რამოდენიმე თამაში შექმნილი [ამაზე არანაკლებ უცნაური].

LSD Dream Emulator–ზე ის ვიცით რომ სიზმრის ჟურნალის მიხედვით არის შექმნილი მაგრამ ამით არ მთავრდება შეკითხვები, თამასში ხანდახან ერთი პერსონაჟი ჩნდება სახელად “Grey Man”, მამაკაცი შავ ტანისამოსში და როცა მოთამაშეს უახლოვდება, სიზმარი წყდება. ყველაზე ლოგიკური ვარაუდით, Grey Man არის ნიშიკავას კოშმარი ან რომ ჩავუღრმავდეთ, მისი მტკივნეული მოგონებების სიმბოლო. უფრო გიჟური ვარაუდით, Grey man არის უცხოპლანეტელი, ხოლო მთელი ეს სიზმრები უბრალოდ ემულაციაა, უცხოპლანეტელების მიერ შექმნილი, ამ ვარაუდს ამტკიცებს ის რომ თამაშის საწყის მენიუში უცხოპლანეტელების სახეებია, Cutscene–ებში მფრინავი თეფშებია ხოლო ერთერთ სცენაში დაფრინავ და მაღლიდან უყურებ ქალაქს.

Lsd_017

Grey Man, Kyoto–ში

თამაში მხოლოდ იაპონიაში გამოვიდა, 1998 წლის 22 ოქტომბერს, იყო შექმნილი კომპანია Asmik Ace–ის მიერ. იაპონიის გარეთ უცნობი იყო სანამ 2010 წელს თამაში PlayStation Network–ზე არ გამოსულა და მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი გახდა, მის მერე ძალიან ბევრი Gameplay აიტვირთა Youtube–ზე.

მაგრამ ისტორია ასე არ მთავრდება, შეიძლება ითქვას რომ დღემდე გრძლედება, 2011 წელს ერთერთმა ფანმა, თამაშის Remake–ზე დაიწყო მუშაობა, სახელად LSD Revamped, დეველოპმენტი დღემდე გრძელდება. ფინელი Youtuber–ი 98DEMAKE–მა ამ წელს Teaser–ი გამოუშვა PSOne სტილის ფსიქედელურ თამაშზე სახელად “Bvoid“.

სიზმრის ჟურნალის PDF ვერსია

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s