Blade Runner 2049–ის პირველი თიზერი გამოვიდა

blade-runner-2049-trailer-2

როგორც წინა პოსტში ვახსენე, Blade Runner ერთერთი ყველაზე პოპულარული სამეცნიერო ფანტატიკური ფილმია რაც ოდესმე გამოსულა, ის ასევე Cyberpunk ფილმოგრაფიაში აქვს ადგილი დაკავებული. პირველი ნაწილი ჯერ კიდევ 1982 წელს გამოვიდა და ცნობილი მწერლის “ფილიპ დიკის” რომანის მიხედვით არის გადაღებული.

სამი ათწლეულის შემდეგ დირექტორმა “დენის ვილნევმა” ფილმის მეორე ნაწილის გადაღებაზე ინფორმაცია დაადასტურა, თავდაპირველად აპირებდნენ რომ Blade Runner 2 დაერქვათ მაგრამ მერე სახელი შეცვალეს blade runner 2049-ზე.

2bwuh7m

ვიკიპედიის მიხედვით სიუჟეტი ასეთია: ოცდაათი წლის შემდეგ, ახალი სამართებელზე მორბენალი, ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის ოფიცერი “კეი” (რაიან გოსლინგი) აღმოაჩენს დიდი ხნის დამარხულ საიდუმლოს რომელსაც აქვს პოტენციალი რომ შეცვალოს ის რაც საზოგადოებისგან დარჩა. “კეისის” აღმოჩენა მას უბიძგებს რომ იპოვოს “რიკ დეკარდი” (ჰარისონ ფორდი), ყოფილი “მორბენალი” რომელიც 30 წელია უგზოუკლოდ არის დაკარგული.

ფილმი ოფიციალურად 2017 წლის 6 ოქტომბერს გამოდის


Advertisements