ტოპ 5 კიბერპანკ ანიმე

კიბერპანკი არის სამეცნიერო ფანტასტიკის სუბჟანრი, ორიენტირებული დისტოპიურ ტექნოლოგიურ მომავალზე სადაც ქვეყნებს მეგა–კორპორაციები მართავენ.

5. Ergo Proxy/ერგო პროქსი

ერგო პროქსი

“მურასე შუკოს” 2006 წლის პოსტ–აპოკალიფსური ანიმე. მოქმედება ხდება მომავლის დედამიწაზე სადაც ეკოლოგიური კატასტროფის შედეგად ზედაპირზე ცხოვრება უკვე სახიფათო გახდა, ამიტომ ადამიანებმა ააშენეს გუმბათით დაფარული ქალაქი სახელად “რომდო”, ამ იდეალურ (უტოპიურ) ქალაქში ცხოვრობენ ადამიანები და “ავტორეივები” (კიბორგ–ანდროიდები), ავტორეივები დაპროგრამირებულები არიან რომ ადამიანებს მოემსახურონ, მაგრამ ამ ანდროიდებმა იდუმალი კომპიუტერული ვირუსის სახელად “კოგიტო ვირუსის” აკიდება დაიწყეს, ეს ვირუსი მათ პიროვნული თვისებებით ანიჭებს.
“რომდოს” მმართველის შვილიშვილი “რეი მაიერს” დავალება მისცეს რომ გამოიძიოს ეს ფენომენი თავის “აუტორეივ” პარტნიორთან “იგგი”. მაგრამ ეს უბრალო გამოძიება მალევე ბნელ მოგზაურობათ გარდაიქმნება, მოგზაურობა რომდოს ყველაზე ბნელ საიდუმლოებებში და უსასტიკეს რეალობაში.

MyAnimeList: 8.03/10

AniDB: 7.29/10

IMDB: 8.1/10

 


4. Psycho-Pass/ფსიქოპასპორტი

fs71-pre-2014-267-psycho-pass-fednan

მოქმედება 22–ე საუკუნეში ხდება,ამ მაღალტექნოლოგიურ მსოფლიოში შექმნეს სპეციალური სისტემა სახელად “სიბილი” რომელიც ადამიანის ფსიქოლოგიურ შესაძლებლობეს განსაზღვრავს ასევე პიროვნების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც და მის “დანაშაულის კოეპიციენტსაც”, ანუ რამდენად არის შესაძლებელი ამა თუ იმ პიროვნებამ რომ ჩაიდინოს დანაშაული, და ეს ინფორმაცია მის პირად “ფსიქოპასპორტზე” ჩანს, თუ რომელიმე პიროვნების დანაშაულის კოეპიციენტი აღემატება დასაშვებ ზღვარს, უნდა გაიაროს სპეციალური მკურნალობა, და თუ დანაშაულის კოეპიციენტი სერიოზულად აღარბებს (მაქსიმალური კოეპიციენტი) მაშინ ეს პიროვნება უნდა იყოს განადგურებული.

სპეციალური ჯგუფი, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ბიუროდან მუშაობს დანაშაულების გახსნაზე და კრიმინალების დაჭერაზე. ამ ბიუროში ახალგაზრდა იდეალისტი ქალი “აკანე ცუნემორი” იწყებს მუშაობას მაგრამ დროთა განმავლობაში ის აღმოაჩენს რომ სისტემა “სიბილი” არც ისე იდეალური ყოფილა როგორიც ეგონა და წარმოდგენა სამუდამოდ შეეცვლება როცა აღმოაჩენს თუ სინამდვილეში რისგან შედგება ეს სისტემა.

MyAnimeList: 8.51/10

AniDB: 7.95/10

IMDB: 8.3/10


3. Ghost In The Shell/მოჩვენება ჯავშანში

%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a9%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%af%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a8%e1%83%98

ერთერთი ყველაზე ცნობილი კიბერპანკ ანიმაცია მსოფლიოში, ამ ანიმეს უამრავი ტრილოგიები აქვს, დაწყებული 1995 წლიდან დღემდე. მაგრამ მოგიყვებით ყველაზე პირველ ნაწილზე (1995).

2029 წელს კომპიუტერული ტექნოლოგიები ისე განვითარდა რომ შესაძლებელი გახდა მაღალტექნოლოგიური კიბორგების შექმნა და მათი სრული ინტეგრაცია მსოფლიო ქსელში. ანიმაციის მთავარი პერსონაჟი “კუსანაგი მოტოკო” – კიბორგია, მაგრამ ადამიანური აზროვნებით და არის მეცხრე განყოფილების მაიორი, შემდგომ ქსელში ჩნდება “ვიღაცა” სახელად “მემარიონეტე” და იგივე ქსელით ხალხის მანიპულაციას ახდენს რომ მისი ინტერესების ქვეშ იმოქმედონ. მის დასაჭერად მუშაობს მეცხრე განყოფილება მაგრამ არც ისე ადვილია, “მემარიონეტე” გონივრული ვირუსი ყოფილა, რომელიც იყო შექმნილი მათი “კოლეგემის” მიერ მეექვსე განყოფილებიდან, სპეციალურად შპიონაჟისთვის და ა.შ. და ამ საქმეში პოლიტიკაც არის ჩარეული.

MyAnimeList: 8.35/10

AniDB: 8.23/10

IMDB: 8.0/10

51qe3clezql

 

 

 

 

 

 

 

 

 

.

 


2. Serial Experiments Lain/ლეინის ექსპერიმენტები

%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98

“ლეინის ექსპერიმენტები” ყველაზე მნიშვნელოვან ანიმედ ითვლება კიბერპანკ ისტორიაში,  ურთიერთობა ადამიანსა და მანქანას შორის, არის თუ არა ეს სამყარო რეალური,საკითხები ღმერთსა და კაცობრიობაზე. ეს ფსიქოლოგიური ტრილერი გვიყვება 14 წლის ინტროვერტ,არაფრით  გამორჩეულ და ჩუმ გოგოზე სახელად “ლეინი”, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა როცა პალალელური კლასელი “ტისოი ემოდოი” გარდაიცვალა, მალევე მისმა კლასელმა უცნაური წერილი მიიღო ელ.ფოსტაზე გარდაცვლილი კლასელისგან და შემდგომ ლეინმაც მიიღო ფოსტაზე წერილი სადაც გარდაცვლილი კლასელი ეუბნება რომ ის ცოცხალია, ოღონდ “ვირტუალურ” სამყაროში. ლეინი აქამდე არ იცოდა კომპიუტერი ან ინტერნეტი როგორ მუშაობს მაგრამ ამ უცნაურმა მოვლენებმა მას უბიძგა რომ კიბერსივრცე შეესწავლა. მალე უფრო უცნაური მოვლენები დაიწყება, მის კლასელებისგან მოისმინა რომ კლუბ “საიბერიაში” მისი “ტყუპი” ნახეს, ასევე უცნობი მამაკაცები შავებში რომლებიც მის სახლთან დგანან,  ამ უცნაურმა და მისტიურმა ამბებმა ლეინის მშვიდი ცხოვრება დაარღვია და იმისთვის რომ გაარკვიოს რაც ხდება, ლეინი უფრო და უფრო ღრმად, მარადიული შეკითხვების უფსკრულში ვარდება

MyAnimeList: 7.99/10

AniDB: 7.92/10

IMDB: 8.2/10

 


1. Akira/აკირა

%e1%83%90%e1%83%99%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94

მოქმედება ხდება მესამე მსოფლიო ომის 31–ე წლის თავზე, ძველი ტოკიოს ნანგრევებze ახალი ქალაქი “ნიუ ტოკიო” ააშენეს, და ახალი ტოტალიტარული სახელმწიფო შეიქმნა. კვლევით ცენტრებში ადამიანებზე პარაფსიქოლოგიური ცდები ტარდება სრულყოფილი იარაღის შესაქმნელად. ამ დროს ქვეყანაში რელიგიური კულტი ჩნდება, ეს არის ზეადამიანი სახელად “აკირა”, რომლის მოსვლაც იაპონიის ყველა პრობლემას გადაჭრის… სიუჟეტის ცენტრშია მოზარდი ბაიკერების ჯგუფი “კანედას” მეთაურობით.

MyAnimeList: 8.15/10

AniDB: 7.76/10

IMDB: 8.1/10

 


უფრო მეტი:

Metropolis/მეტროპოლისი: მეტროპოლისი– მომავლის ქალაქია და ორ ნაწილადაა გაყოფილი.მიწის ქვეშ მუშების სახლებია განლაგებული ,მათ ზევით კი საამქროები ,დანადგარებით აღჭურვილი.ზედა ქალაქში კი ოფისები ,მდიდრული კვარტლები და გასართობი ბაღები.მთელი ძალაუფლება კი მაგნატ იოგან ფენდერსონის ხელშია..მისი შვილი ფრედერი მეტროპოლისსში უსამართლობებს ხედავს და დანადგარების ზონაში ჩასვლისას საშინელ კაციჭამია მოლოხს აღმოაჩენს..ფრედერი სიბოროტესთან ბრძოლას გადაწყვეთს.

51s4vbftt5l

Ghost In The Shell 2: Innocence/მოჩვენება ჯავშანში 2: უმანკოება

2032 წელი. ეს არის სამყარო, სადაც ადამიანები კიბორგებთან და რობოტებთან ერთად ცხოვრობენ. “ბატო” – ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივია. ის ცოცხალი კიბორგია, რომელსაც ხელოვნური ხელები და ფეხები აქვს. დარჩენილი აქვს მხოლოდ თავის ტვინი და ხსოვნა “მოტოკო კუსამაგის”. მეწყვილესთან ერთად ის ექსპერიმენტალური ანდროიდების მიერ ჩადენილი მკვლელობების სერიას იძიებს.

index-innocence

Appleseed/ვაშლის თესლი

2131 წელი. ომი, რომელმაც თითქმის მთელი კაცობრიობა გაანადგურა, დასრულდა. გამარჯვებული არ არსებობს. სპეცნაზელი ჯარისკაცი დიუნან ნატი გადარჩა და გაურკვეველ ვითარებაში უტოპიურ ქალაქ ოლიმპში მოხვდა. მისი ყოფილი შეყვარებული, რომელმაც ის ოლიმპში მიიყვანა, კიბორგი გახდა. ოლიმპის ნახევარი მოსახლეობა სპეციალურად შერჩეული ადამიანების კლონები არიან – კიბერნეტიკულად მოდიფიცირებული და გაუმჯობესებული – ბიოროიდები.

appleseed-01

Advertisements

One thought on “ტოპ 5 კიბერპანკ ანიმე

  1. აკირას გარდა ყველაზე დაგეთანხმები :დ
    ძალიან ოვერრეითედ არის, ვერ ვხვდები რატომ აფანატებთ ხალხი 😐

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s