რა არის Vaporwave?

Vaporwave (ვეიფორვეივ) რა უცნაური სიტყვაა არაა? ამ სიტყვას ინგლისურ ლექსიკონშიც ვერ იპოვი, და ნეტა რას უნდა ნიშნავდეს?

tumblr_nv2cqhojpl1ufh7yno1_1280

Vaporwave ეს არის მუსიკალური ჟანრი რომელიც ორიათას ათ წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა, ფიზიკური ადგილი სადაც ეს ჟანრი ჩამოყალიბდა  უბრალოდ არ არსებობს, რადგან ჟანრის სახელწოდება პირველად ინტერნეტში გაჩნდა, ისეთ საიტებში როგორებიცაა Tumblr და Reddit–ი. Vaporwave მუსიკა ძალიან მრავალფეროვანია, ის არის ოთხმოციანი წლების პოპ,ჯაზ,ფანკ და ე.წ ლიფტის მუსიკის (Muzak)–ის შერევა, რაც სრულიად უნიკალურია, და კიდევ ისიც არის გასათვალისწინებელი რომ მუსიკის წერის დროს უამრავ აუდიო ეფექტებს იყენებენ, მუსიკა და ვოკალი უფრო ნეტ ტემპშია (შენელებული) და ხშირად Noise-ებს იყენებენ.

2011 წლის დეკემბერს, ამერიკელმა მუსიკოსმა “რამონა ქსავიერმა” თავისი მუსიკალური პროექტის სახელით “Macintosh Plush”, გამოუშვა ალბომი სახელად “Floral Shoppe“, ალბომი სუფთა ექსპერიმენტალური იყო იმ დროისთვის და უამრავი დადებითი და უარყოფითი გამოხმაურება მიიღო, ალბომი მაშინ მიიქცია უამრავი ყურადღება როდესაც მუსიკის პოპულარულმა კრიტიკოსმა “ანტონი ფანტანომ” ამ ალბომის მიმოხილვის ვიდეო ატვირთა თავის YouTube–ის არხზე, ვიდეოში მან უფრო უარყოფით მხარეზე ისაუბრა, რადგან ალბომის ყველა სიმღერა, ეს უბრალოდ არის სხვა სიმღერების “სემპლების” აღება, ეფექტების დადება და ერთი და იგივე მომენტების გამეორება..მაგრამ მან ასევე ბევრი ისაუბრა თვითონ Vaporwave–ზე, დაახასიათა და აღნიშნა რომ, არის ისეთი “პოსტ–ირონიული სურვილი რომ მოუსმინო და ისიამოვნო ასეთი ტიპის მუსიკა…რაც ჩემთვის საკმაოდ უცნაურია.” მაგრამ არის ერთი განსაკუთრებული თრექი ამ ალბომში, რომელმაც ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურა (და პოპულარული ინტერნეტ მემეც გახდა) თრექს ჰქვია “リサフランク420 / 現代のコンピュー”


ეს სიმღერა უბრალოდ არის Diana rose – It’s Your Move–ის რემიქსი, მაგრამ უამრავი მოწონება დაიმსახურა, მაგრამ ეს 2011–12 წლებია, როცა Vaporwave-ი ჯერ არ ითვლებოდა როგორც მუსიკალურ ჯანრად, უბრალოდ ხალხს ირონიული მოწონება აერთიანებდა ამ ჟანრთან.

Macintosh Plus–ის შემდეგ გამოჩნდა კიდევ ერთი საინტერესო არტისტი სახელად “Blank Banshee” 2012 წლის სექტემბერს მან ალბომი გამოუშვა სახელად “Blank Banshee 0” რომელიც Vaporwave-ის ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან ალბომს წარმოადგენს მაგრამ საერთოდ არ გავს თავის უფრო ძამს “Floral Shoppe”–ს.

a2328193370_10

Blank Banshee 0–ის ყდა

პრინციპში როგორც Vaporwave-ს, ამ ალბომსაც ახასიათებს შენელებული მელოდიები, უამრავი სემპლები და Ambient ხმები მაგრამ მოსმენისაც გაიგონებთ დრამების ხმას რომელიც ძალიან გავს Trap–ს.

რა არის aesthetics?

Vaporwave download

vaporwave საზოგადოებაში ყოფნისას ხშირად გაიგონებთ ამ სიტყვას “aesthetics” (ესთეტიკა), ზუსტად ამ სიტყვით უყვართ ყველაზე მეტად ჟანრის დახასიათება, Vaporwave–ი იმითია უნიკალური რომ სხვადასხვა მუსიკალური,კულტური თუ ტექნოლოგიურ სახეობებს იყენებს თავისი ესთეტიკური გრძნობების გასაზიარებლათ.უბრალოთ წარმოიდგინეთ,

ცხოვრობთ მომავლის დისტოპიურ და მაღალ ტექნოლოგიურ ქალაქში, საღამოა და ქუჩები ნეონური სინათლის არის განათებული, და მხოლოდ შენ, შენს პატარა ოთახში გაქვს Windows 95 ოპერატიული სისტემა დაყენებული და კოლექციაში გაქვს უამრავი ძველი VHS კასეტები

scene1_wall_framed_only-reflection-girl_750px

Vaporwave-ი ძალიან აქტიურად ვითარდება, ამ წლების განმავლობაში უამრავი ალბომი იყო გამოშვებული, მასთან ერთად კიდე შეიქმნა რამოდენიმე სუბ–ჟანრიც, როგორებიცაა: VaporTrapVapornoise, OceanGrunge და Cloud Rap.

მაგრამ რაც შეეხება ალბომების ხარისხს, ეს სულ სხვა თემაა, 12–13 წლებში უფრო მეტი ცუდი ალბომები იყო გამოშვებული ვიდრე კარგი, უნიჭო მუსიკოსებმა (უმეტესობა ბავშვები) ისარგებლეს ჟანრის ახალგაზრდობით და მისი სწრაფად მზარდი საზოგადოებით და უხარისხო ალბომებს უშვებდნენ, რამაც Vaporwave–ს დიდი ზიანი მოაყენა..

Dream Cotologue

f-i-15-10-dream-catalogue

შეიძლება იკითხოთ, ვინები არიან ჟანრის საუკეთესო არტისტები? და საუკეთესო Label–ი?

დღევანდელი დღისთვის ყველაზე ცნობილი და პოპულარული Label–ი არის ბრიტანული “Dream Cotologue“, ამ Label-ის კატალოგში საუკეთესო ალბომებს იპოვიათ რომლებიც საუკეთესო მაგალითებს იძლევიან თუ რა არის “Vaporwave” და მისი ვიზუალური ესთეტიკა.

a4099353330_10

ამ ალბომმა დიდი გავლენა იქონია Vaporwave-ზე არამხოლოდ როგორც ჟანრი, არამედ როგორც ხელოვნების სახეობა, ამ ალბომს ჰქვია “新しい日の誕生” (ახალი დღის დაბადება), Dream Cotologue-ის დამაარსებლის მიერ არის შექმნილი.

ალბომი 8 თრექისგან შედგება, ყოველი თავისი ხმებით,ეფექტებით და მელოდიებით არის უნიკალური, ალბომი უძლიერეს ემოციებს და გრძნობებს იწვევს, ელექტრონული თუ ფოლკლორული ინსტრუმენტების,ღამის ქალაქის და ბუნების ხმები ერთმანეთთან ჰარმონიულად ჯდება და მოგზაურობაში გიწვევს სიზმრების სამყაროში.


2014 წლის აგვისტოში, label-ში იყო გამოშვებული ალბომი სახელად “floral shoppe 2

floral-shoppe-2

რომელიც პირველი ალბომის Remake-ია, ოღონდ ამჯერად კიდევ უფრო შენელებული. ალბომმა დიდი შელაპარაკება გამოიწვია.

ლინკები:

Dream Cotologue Bandcamp

Vaporwave Subreddit

Vaporwave Aesthetics

Vaporwave Art

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s